აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
კომპანია AGIC • ეი ჯი აი სი გთავაზობთ ხარისხიან აუდიტორულ მომსახურებას. აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება კომპანიების ეფექტურად მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. AGIC საქართველოში მოქმედი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგშია. კომპანიის აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 22,78%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.
კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC საქართველოში UNDP, UNICEF და UNFPA-ს ექსკლუზიური აუდიტორი და კონსულტანტია. კომპანია ასევე არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID–ის სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანია. კომპანია AGIC-ის აუდიტორული გუნდი 20 პროფესიონალს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის აუდიტორული მომსახურება თქვენი ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი გამოცდილება ბიზნესის მრავალ სექტორში: არასამთავრობო, სამთავრობო, კომერციული, საბანკო, აგრო და სხვა. ჩვენი აუდიტორული მომსახურება ხორციელდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით და ყველა იმ მოთხოვნით, რომელიც გააჩნია დამკვეთს.
AGIC-ის გუნდი მუდმივად ნერგავს ციფრულ ტექნოლოგიებს რათა გააუმჯობესოს მოწოდებული სერვისის ხარისხი და უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტი.
ჩვენ ვიყენებთ პროგრამა Smart Audit-ს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ რისკზე დაფუძნებული აუდიტი და სრული პროცესი მოვარგოთ კლიენტის საჭიროებებს. პროგრამის საშუალებით ჩვენი კლიენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აუდიტორულ მომსახურებას. პროგრამის მიერ შექმნილი მარტივი საკომუნიკაციო სისტემისა და ფაილების მიმოცვლის ფუნქციის შედეგად, პროექტის წარმატების დასასრულებლად, კლიენტის მხრიდან მინიმალური ჩართულობაა საჭირო
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. თბილისი, საქართველო