როდესაც რაიმე პროდუქტს ვაწარმოებთ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია იგი. პირველ რიგში აუცილებელია დავსახოთ კონკურენტული სტრატეგია, შემდეგ კი შევაფასოთ პროდუქტის სისუსტე და სიძლიერე. არსებობენ კომპანიები, რომლებმაც ჩვენზე ადრე დაიწყეს ფიქრი იმაზე,
თუ რა განმასხვავებელი ნიშანი შეეძლოთ შეექმნათ.
ამის შემდეგ კი, მომხმარებლის გონებაში დაიკავეს ადგილი. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები, თუ რაზე გვსურს აქცენტის გაკეთება.
“Porter’s Five Forces” თეორია
“Porter’s Five Forces” თეორია, რომლის მეშვეობითაც გაეცნობით კონკურენტების სტრატეგიებს, ძლიერი ინსტრუმენტია. მნიშვნელოვანია როდესაც იაზრებ რა გარემოში ან ინდუსტრიაში გიწევს მოღვაწეობა, რადგან სწორედ ეს გარემო ახდენს გავლენას ჩვენს მომგებიანობაზე.
მაშინ შევძლებთ საუკეთესო პოზიციის დაკავებას და მომავალში, არასწორ ნაბიჯებს არ გადავდგამთ.
ფასით ლიდერობა
ამ შემთხვევაში მომხმარებლებზე შთაბეჭდილება ფასმა უნდა მოახდინოს. პროდუქტი მარტივი და პრაქტიკული უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ მომხმარებელმა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება შეიძინოს თუ არა იგი.
აღნიშნული სტრატეგია არ გულისხმობს მხოლოდ ფიქსირებული ხარჯების სიმცირეს, საჭიროა შევიმუშავოთ კონკურენტული სტრატეგია და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პროდუქტი?!
ფასით ლიდერობა მოიცავს დიდი მასშტაბის ნედლეულისა და სხვა შეღავათიან ეკონომიკას. ამ სეგმენტის მომხმარებელი კი ყოველთვის მრავალრიცხოვანია.
გაყიდვების განსაზღვრა ხდება არა ფასიდან, არამედ რაოდენობიდან გამომდინარე. უნდა მოვძებნოთ და გამოვიყენოთ ხარჯების ყველა უპირატესობა.
თუ კომპანიას შეუძლია მიაღწიოს და შეინარჩუნოს ნაკლები დანახარჯით ლიდერობა, მაშინ ეს იქნება საშუალო სექტორის შემსრულებელი მისია თავის ინდუსტრიაში.
თუ კომპანიას შეუძლია ზოგადად განსაზღვროს ფასები, ეს ნიშნავს, რომ იგი ლიდერია ამ სექტორში.
დიფერენციაცია
დიფერენცირების სტრატეგიაში კომპანია ცდილობს, რომ თავის ინდუსტრიაში იყოს უნიკალური და სრული კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს. ცდილობს დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნილებები.
პროდუქტსა თუ მომსახურებაში სურს შეიტანოს რაიმე განსხვავებული და ხარისხიანი. შესაბამისად, ამ სტრატეგიის მიმდევარი პროდუქტი თავისი უნიკალურობისთვის მაღალი ფასითაა დაჯილდოვებული.
ფასით ლიდერობა და ფოკუსირებული დეფერენციაცია
აღნიშნული სტრატეგიები უფრო კონკრეტულია და ინარჩუნებენ შედარებით ვიწრო კონკურენტუნარიანობის სფეროს. ისინი ირჩევენ სეგმენტს და ამზადებენ მისთვის კონკრეტულ სტრატეგიას, რათა ამ არჩევანმა მოახერხოს სხვა სეგმენტის გამორიცხვა.
ფასის გათვალისწინებით
მიზნობრივ სეგმენტში კომპანია მიზნის მისაღწევად, ცდილობს გამოიყენოს თავისი ღირებულება.
საუკეთესო ფასი – ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომპანია საშუალო ან დაბალი ფასით არის წარდგენილი ბაზარზე და ასევე აქვს რაღაც უნიკალურიც.
მიეცი მომხმარებელს მეტი ღირებულება, ნაკლები თანხით.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რამდენად ეფექტურია კვლევები თქვენი ბიზნესისათვის | რატომ არის საჭირო ბაზრის კვლევა თქვენი ბიზნესისათვის