თუ ადამიანებს კითხავთ მათ აზრს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო მეწარმე, მათმა უმეტესობამ შეიძლება გამოიყენოს ისეთი სიტყვები, როგორიცაა “მცირე ბიზნესი”, “ინოვაცია”, ან აღწეროს იგი როგორც „საკუთარი თავისთვის მუშაობა”.
მარტივად რომ ვთქვათ, მეწარმეობა არის იდეის, ტექნოლოგიის, პროდუქტის ან მომსახურების შექმნის, ფლობის და კომერციალიზაციის მცდელობა.
ყველაფერთან ერთად იგი გულისხმობს აგრეთვე ამ საწარმოსთან დაკავშირებული რისკებისა და ჯილდოს მიღებას.
რა განასხვავებს მეწარმეობას დასაქმებისგან
პასუხისმგებლობა. როგორც წესი, დამფუძნებლები ხშირად მათივე წამოწყების მთავარი აღმასრულებლები არიან.
დამფუძნებელი პასუხისმგებელია გაუთავებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე, როგორიცაა თანამშრომლების დაქირავება და მათი გათავისუფლება, პროდუქციის დიზაინი და ა.შ
ასევე დასაქმებულისგან განსხვავებით, რომელიც დარწმუნებულია, რომ იგი მიიღებს თავის ანაზღაურებას ყოველთვიურად. მეწარმეს ეკისრება ყოველთვიური სახელფასო უწყისის უზრუნველყოფა.
ბიზნესის დახურვის შემდეგაც კი, მეწარმის სამუშაო არასოდეს სრულდება.
ანაზღაურება. თანამშრომლებმა შეიძლება არ მიიღონ მონაწილეობა კომპანიის გაყიდვების პროცესებში, თუმცა მაინც მიიღონ ყოველთვიური სტაბილური ანაზღაურება.
ამის საპირისპიროდ, ხშირია, როდესაც მეწარმეებს, ბიზნესის დაწყების პირველ ეტაპზე, ბევრი სამუშაოსმიუხედავად, ავიწყდებათ ანაზღაურების არსებობის შესახებ.
დასაწყისში დამფუძნებელს სურს ამ მსხვერპლის გაღება, მომავალში ფინანსური სარგებლის მიღების იმედით, რაც ზოგჯერ საკმაოდ რეალურია.
მარცხი. მონეტის მეორე მხარეს მეწარმეებს უწევთ მარცხის რისკთან გამკლავება. დამფუძნებლებს შეუძლიათ მიიღონ როგორც დიდი მოგება, ასევე შესაძლოა იწვნიონ წაგებაც.
მეწარმე დროის ინვესტიციას ახდენს ბიზნესში, რაც საკმაოდ ფასეულ ღირებულებას წარმოადგენს. ამასთან, დამფუძნებლები ხშირად პირად დანაზოგებსაც დებენ ბიზნესში, რაც მნიშვნელოვანი ფულადი ხარჯია.
რეალობა არის ის, რომ ბევრი ბიზნესი ვერ აღწევს წარმატებას და არ არსებობს გარანტია, რომ როდესაც ბიზნესი დაიხურება, მეწარმეს აუნაზღაურებენ იმ პერიოდსა და კაპიტალის ღირებულებას, რაც მათ ბიზნესში ჩადეს.
დასაქმებულმა შეიძლება დაკარგოს ანაზღაურების წყარო, მაგრამ მეწარმემ შეიძლება დაკარგოს თავისი ინვესტიცია (რაც ზოგჯერ მათი დანაზოგის უმეტესი ნაწილია).
მზად ხართ?
მეწარმეობისთვის მზადება იწყება რწმენით, რომ ბიზნესის ფლობა და ფუნქციონირება მიიღწევა. ბიზნეს გეგმის შემუშავებამდეც კი, დამფუძნებელს შეუძლია დაიწყოს ისეთი სამეწარმეო თვისებების შემუშავება, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება და წარუმატებლობისთვის მზადყოფნა.
ამ პიროვნული თვისებების მიღმა, მეწარმემ უნდა ისწავლოს მის მიერ არჩეულ ინდუსტრიაში არსებული ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებიც გადამწყვეტი იქნება მათი ბიზნესისთვის.
ასევე საჭიროა ისეთი უნარები, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღება, ეს საჭირო იქნება კომპანიის ხელმძღვანელობისას.
ბიზნესის წარმატებით წამოწყებას დრო, ნიჭი და კაპიტალი სჭირდება. წინდახედული მზადყოფნით, მუდმივი სწავლის სურვილით და შტამაგონებელი მეწარმეების უნიკალური თვისებების გამყარებასთან ერთად, დამფუძნებელს შეუძლია საკუთარი მოგზაურობის წამოწყება მეწარმეობისკენ.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რა განაპირობებს მეწარმის წინსვლას, 4 ნაკლებად ცნობილი საკითხი | როგორ დავზოგოთ ფული მცირე ბიზნესისთვის