იმ კომპანიებში, რომლებშიც წარმატებით დაინერგა გუნდის მუშაობის კულტურა, გაუმჯობესდა თანამშრომლების პროდუქტიულობა, ასევე ისინი პროფესიულად თავს უფრო უკეთ გრძნობენ და მიიჩნევენ, რომ ქმნიან უფრო კრეატიულ კონტენტს.
დასახეთ გუნდის მიზნები
გამოიყენეთ ვადები, გეგმები და სტრუქტურირებული შინაარსი, რომელიც ნათლად განსაზღვრავს გუნდისთვის მიმდინარე და სამომავლო მიზნებს.
ლიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველას ესმოდეს საერთო მიზნები და რა როლს ასრულებენ ისინი კონკრეტულად მათ მისაღწევად. გუნდის წევრები, რომლებიც გრძნობენ, რომ ღირებული ერთეულის ნაწილები არიან, უფრო მაღალ დონეზე ასრულებენ საკუთარ სამუშაოს, ვიდრე სხვები.
ხელი შეუწყეთ შემოქმედებით გარემოს
საშუალება მიეცით გუნდის წევრებს გამოხატონ საკუთარი აზრი. გუნდი უნდა იყოს საკმარისად დაცული იმისთვის, რომ გარისკოს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად, რათა შეძლოს გაბედულად იდეების შეთავაზება.
უამრავი გზა არსებობს, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ თანამშრომლები ამ უსაფრთხოებით, რათა ისინი იყვნენ კრეატიულები და მარტივად გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს.
შექმენით ერთიანობა
შექმენით კომუნიკაციის გზა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად შექმნათ სამუშაოს მიმდინარეობა, ჩამოაყალიბოთ პრიორიტეტების მკაფიო ნაკრები და ყველა გუნდის წევრს თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინოთ.
ყველას ერთსა და იმავე ნიშაში მოქცევა საშუალებას აძლევს გუნდის წევრებს ფოკუსირდნენ და განვითარდნენ. ჯეფ ბეზოსის ცნობილი “ორი პიცის კანონი”, რომელსაც იგი ამაზონში გუნდების სიდიდისთვის იყენებდა: გუნდში მყოფი ხალხის რაოდენობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რამდენიც ორ პიცას მოერევა.
ეს ლიმიტი განსაზღვრავს გუნდის ზომას, ხელს უწყობდნენ პროდუქტიულობას და ანგარიშვალდებულებას.
იდეების ვიზუალიზაცია
მიეცით გუნდის წევრებს საშუალება მოახდინონ საკუთარი იდეების ვიზუალიზაცია განმარტებისა და გაზიარებისთვის. ამის გაკეთება შეგიძლიათ უხეში ესკიზებიდან დაწყებული, სრულმასშტაბიანი პრეზენტაციებით დამთავრებული.
ადამიანების უმეტესობა უკეთესად სწავლობს და ინარჩუნებს მეტს, როდესაც მათ რაიმე უნახავთ, ხოლო საერთო დაფა, ნამდვილი თუ ვირტუალური, შესანიშნავი იარაღია.
დაანგრიეთ ბარიერები
კომუნიკაციის მრავალი არხის გამოყენებით – მაგალითად, ელ.ფოსტით, ტელეფონით და ტექსტური შეტყობინებით – საბოლოოდ შეიძლება ბარიერების შექმნა.
შეათანხმეთ და გამოიყენეთ მხოლოდ ერთი არხი, რომელიც გუნდს ეფექტური კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.
მნიშვნელოვანია, რომ იყოთ ყურადღებიანი თანამშრომლების კომფორტის ზონისა და მათი სწავლებისადმი, ისევე როგორც ხელმძღვანელობისადმი.
ახალი შეთავაზებები მუდმივად ხვდება ბაზარზე და თქვენი მუშახელის მცირე ზომის ჯგუფები შეიძლება იყენებენ ტექნოლოგიას, რომელსაც სხვები არ იყენებენ და არც კი იციან.
საქმის დასრულება
არაფერი კლავს თანამშრომლების სურვილს შექმნან ახალი იდეები უფრო სწრაფად, ვიდრე არსებული წინადადებების მარცხი.
იდეების არჩევა შეიძლება მნიშვნელოვანი უღელტეხილი იყოს, განსაკუთრებით მცირე ორგანიზაციებში.
ხმის მიცემა და რეიტინგი კონკურენტ იდეებს შორის შერჩევის პოპულარული მეთოდია. ინსტრუმენტები, როგორიცაა Tricider და Trello, გთავაზობთ ხმების შეგროვების მარტივ გზებს.
პროგრესი გუნდის წევრებს აჩვენებს, რომ მათი იდეები მნიშვნელოვანია და უფრო შესანიშნავი იდეების შექმნის მოტივაციას იძლევა.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: გუნდური მუშაობა – რამდენად მნიშვნელოვანია იგი კომპანიისათვის | მენეჯმენტის როლი თანამედროვე ბიზნესში