ფერების ფსიქოლოგია არის ფერების შესწავლა ადამიანის ქცევასთან მიმართებაში. მისი მიზანია იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს ფერები ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, მაგალითად, ჩვენს მიერ შეძენილ ნივთებზე.
წითელი
მარკეტინგის ფერებს, როგორიცაა წითელი, შეუძლია ყურადღების მიპყრობა. წითელი ფერის მნიშვნელობას უკავშირდება ღელვა, ვნება, საფრთხე, ენერგია და მოქმედება. ფერის ფსიქოლოგიაში, წითელი ყველაზე ინტენსიური ფერია და შეუძლია ძლიერი ემოციების პროვოცირება.
წითელი ფერი გამოყენებულია Coca Cola-სა და YouTube-ის მიერ. წითელი ფერი მადის წახალისებას იწვევს. YouTube-ის შემთხვევაში კი, წითელი ნაწილი და შუაში ღილაკი თითქოს მიგვანიშნებს მოქმედებაზე, უნდა დავაჭიროთ თითი ღილაკს და ჩართოთ ვიდეო.
ნარინჯისფერი
ნარინჯისფერი წარმოადგენს შემოქმედებითობას, თავგადასავალს, ენთუზიაზმს, წარმატებას და ბალანსს.
ეს ფერი „საქართველოს ბანკთან“ ასოცირდება. ამ ბრენდის იდეაც ხომ დამოკიდებულია იმ ემოციებთან რასაც ეს ბრენდი გულისხმობს.
ყვითელი
ყვითელი ფერის მნიშვნელობა მზის გარშემო ტრიალებს. ყვითელი იწვევს ბედნიერებას, პოზიტივს, ოპტიმიზმს. ყვითელ ფერს იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ferrari და Ikea.
ვარდისფერი
ვარდისფერი პოპულარული ფერია ბრენდებისთვის, რომლებიც, პირველ რიგში, ემსახურებიან ქალების აუდიტორიას. ფერების ფსიქოლოგიაში, ვარდისფერი ფერი ნიშნავს ქალურობას, თამაშს, უზნეობას და უპირობო სიყვარულს.
ზოგიერთმა ბრენდმა აირჩია ფერადი ვარდისფერი გამოყენება პროდუქტის შეფუთვაზე, განსაკუთრებით გოგონების სათამაშოებისთვის.
ხოლო სხვა ბრენდები ხაზს უსვამენ ვარდისფერ ფერს თავიანთ ლოგოში, ვებსაიტის დიზაინში, ან ძირითადი შეტყობინებების ხაზს უსვამენ.
ვინაიდან ვარდისფერი ფერის მნიშვნელობა გულისხმობს ქალურობას, მხიარულებას, უნაყოფო და უპიროვნო სიყვარულს. გასაკვირი არ არის, რომ ბრენდები, როგორებიცაა Victoria’s Secret და Barbie, იყენებენ ვარდისფერ ფერს.
მწვანე
მწვანე ფერი ზოგადად ბუნებას და ფულს უკავშირდება, რომელიც ზრდის, ნაყოფიერების, ჯანმრთელობისა და სიკეთის სიმბოლოა.
თუ თქვენ ჯანმრთელობის ან ფიტნეს ნიშით ხართ წარდგენილნი ბაზარზე, შეგიძლიათ აირჩიოთ და გამოიყენოთ მწვანე ფერი, თქვენს ლოგოსა თუ ონლაინ მაღაზიაში.
მწვანე ფერის მკაფიოდ გამოყენება პოპულარულია ისეთი ბრენდებისთვის როგორებიცაა ბრენდი „John Deere and Roots“, რომლის მთელი ხაზი ბუნებასა და სოფლის მეურნეობობაზე მეტყველებს.
ლურჯი
ფერების ფსიქოლოგიაში ლურჯი ფერი დაკავშირებულია ზღვასა და ცასთან. ამ ფერის გამოყენებისას, თქვენი მომხმარებლები გრძნობენ სტაბილურობას, ჰარმონიას, სიმშვიდეს და ნდობას. ხოლო ცისფერის შემთხვევაში უფრო უარყოფითი შეგრძნებებია, როგორიცაა დეპრესია და სიცივე.
ტექნიკური ბრენდები, როგორებიცაა Facebook, Twitter და Skype ხშირად იყენებენ ლურჯ ფერს მარკეტინგში. მაგრამ Walmart– ის მსგავსი საცალო ვაჭრობებიც იყენებენ ამ ფერს.
Walmart – ის ლურჯი ლოგო ეხმარება ბრენდს პოზიციონირებაში, როგორც სანდო და საიმედო კომპანია. იგი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სურსათი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ერთ სივრცეში.
იასამნისფერი
იასამნისფერი სამეფო ფერია, იგი დაკავშირებულია: კეთილშობილებასთან, ფუფუნება, სიბრძნე და სულიერებასთან. მისი უარყოფითი მხარე არის ის რომ შესაძლებელია გამოიწვიოს იმედგაცრუება. ხოლო ზოგიერთი აღიქვამს როგორც დაუმორჩილებელს.
იგი არის ისეთი ბრენდების ფერი როგორებიცაა: Hallmark და Yahoo.
თეთრი
სიკეთე, სისუფთავე და თავმდაბლობა, თეთრის ეს მნიშვნელობა ჩრდილოეთ ამერიკული კულტურისაა. იგი ყოველთვის ტენდენციური ფერია და ძირითადად გამოიყენება ლოგოზე ფონად.
ASOS და Adidas აქტიურად იყენებენ მას მარკეტინგში. თეთრი ლოგოს გამოყენება ყოველთვის უწყობს ხელს კონტრასტის შექმნას.
შავი
შავი ფერი არის პოპულარული საცალო ვაჭრობაში. მისი მნიშვნელობა მოიცავს: საიდუმლოებას, ძალას, ელეგანტურობას და არის დახვეწილობის სიმბოლო.
ეს ის ფერია რომელიც გამოიყენება Chanel-ისა და Nike-ის მიერ.
ნაცრისფერი
ნაცრისფერი წარმოადგენს ნეიტრალურსა და ბალანსს. თუმცა, ნაცრისფერი ატარებს გარკვეულ უარყოფით მნიშველობასაც.
Apple არის იმ ბრენდის მაგალითი, რომელიც იყენებს ნაცრისფერს.
ყავისფერი
ყავისფერის მნიშვნელობაა კომფორტი, უსაფრთხოება. მარკეტინგში თქვენ ნახავთ, რომ ყავისფერი ხშირად გამოიყენება ბუნებრივ პროდუქტებისა და საკვების ბრენდებში.
UPS არის ბრენდის მაგალითი, რომელიც იყენებს ბრენდინგის ფერების მნიშვნელობას. მათი ყავისფერი ლოგო ხაზგასმით აღნიშნას მის მნიშვნელობას.
მთლიანობაში ეს ხელს უწყობს UPS ბრენდის, როგორც უსაფრთხო და საიმედო კომპანიის პოზიციონირებას.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: ლოგო და მისი მნიშვნელობა | 3 რჩევა რეკომენტაციების ეფექტურად გამოყენებისთვის