კომპანიის კულტურა დიდ გავლენას ახდენს ფინანსების და ბიზნესის ზრდაზე, ამიტომაც განვიხილავთ საკითხს – კომპანიის ფინანსების მართვა.
„ზოგჯერ ბიზნეს ლიდერები იმდენად კონცენტრირდებიან მომდევნო დიდ გარიგებაზე,
რომ კომპანიის კულტურის დაცვა და კულტურის გაზრდის გეგმა საერთოდ ავიწყდებათ“ – Chelsea L. Wood, Insperity
ქვემოთ მოცემულია სამი საკითხი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:
ზრდის დასაფინანსებლად მეტი კაპიტალი გჭირდებათ?
გაყიდვების დაწყებისას, შეკვეთების მისაღებად სამუშაო კაპიტალი გჭირდებათ მანამ, სანამ ამ სამუშაოსთვის გაწეულ ანაზღაურებას არ მიიღებთ.
თუ ფულს სხვების მუშაობის შედეგად გამოიმუშავებთ, საჭიროა მომუშავე პერსონალის რაოდენობის გაზრდა. მომგებიანი ბიზნესი იძენს როგორც ახალს, ასევე ინარჩუნებს ძველ მომხმარებელსაც.
ყოველი დაგვიანებული მიწოდება ნიშნავს, რომ ახალ მომხმარებელს ისევე სწრაფად დაკარგავთ, როგორი სწრაფადაც ისინი შეიძინეთ.
მეტი ადამიანი უფრო მეტ ფიქსირებულ ხარჯს ნიშნავს. უნდა დააკვირდეთ გადახდები იზრდება თუ არა, და გაქვთ თუ არა თანდათანობით გაზრდილი გადახდებიდან შემოსული მოგება.
საიმისოდ, რომ შეინარჩუნოთ პროდუქტის მარაგი და მისი ბრუნვისთვის მზად იყოთ, საჭიროა უფრო მეტი დახარჯოთ მიმწოდებლებთან და მოვაჭრეებთან.
მაგალითად, სანამ პროდუქტს დაამზადებთ, გადაზიდავთ და დამკვეთს ჩააბარებთ, გიწევთ დასაქმებულებისთვისა და გამყიდველებისთვის ანაზღაურების გადახდა, ამ შემთხვევაში შიდა და გარე ფულადი ნაკადები უთანასწოროა.
გაქვთ მომსახურებისა და შეკვეთების სწორად მართვის უნარი?
როცა მომსახურების მსურველი კლიენტების და შეკვეთების დიდი ნაკადია, დარწმუნებული ხართ, რომ სადმე ხარვეზი არ გაგეპარათ? არის თუ არა თქვენი ფინანსების დეპარტამენტი სათანადოდ მომზადებული?
უკანასკნელი რაც შეგიძლიათ ნახოთ არის ის, გაქვთ თუ არა სუფთა მოგება. მცირე კომპანიებს შეიძლება ჰყავდეთ მხოლოდ ერთი პირი, რომელიც იღებს შეკვეთებს და ასრულებს ყველა დებიტორულ ვალდებულებას.
როცა თქვენი ბიზნესი იზრდება, ამ ადამიანს შეუძლია დროულად მოახდინოს ყველა დოკუმენტის მობილიზება? გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული პროცედურები ზუსტი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად?
შედეგების მიღწევა უზარმაზარი ტრიუმფია ნებისმიერი მცირე ბიზნესის მფლობელისთვის.
ახლა კი უკვე არის ის დრო, როდესაც საჭიროა თქვენი ბიზნესის ფინანსური ოპერაციები შეამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მას ბრმად არ მართავდით. თუ ამჟამად დროული, ზუსტი და მნიშვნელოვანი შეფასება არ შეგიძლიათ, მაშინ ამას აუთსორსინგის გუნდი შეძლებს.
გჭირდებათ მეტი პერსონალის დაქირავება?
როდესაც თქვენი ბიზნესი იზრდება, ამას დასაქმებულებიც გრძნობენ. რეგულარული პერსონალი უფრო მეტ სამუშაოს იღებს, რათა გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
როდესაც უპირატესობას ფასეულობებსა და კომპანიის კულტურას ანიჭებთ, ზრდით შანსებს საუკეთესო კადრების მოსაზიდად. კერძოდ კი იმ კანდიდატების, რომლებსაც თქვენი ბიზნესი აღელვებთ და სამუშაოს უფრო ხარიხსიანად შემსრულებლები არიან.
თუ პერსონალის დაქირავება გჭირდებათ, მაგრამ მათი დაქირავება წინასწარ ხდება, ისეთი ხელფასი გამოყავით, რომელიც არ გაზარალებთ იმ შემთხვევაში თუ პრუდუქციის მოთხოვნა არ გაიზარდა.
მეორეს მხრივ, აგყავთ ახალი თანამშრომელი და ატრენინგებთ სწორედ მაშინ, როცა ისინი გჭირდებათ, ახალმა თანამშრომლებმა კი შესაძლოა ადგილის ტკეპნა დაიწყონ.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ყველაზე დიდი მოგება მომხმარებელს არ უკავშირდება.
ამაში მთავარი მოთამაშე თანამშრომელია, რომელიც თქვენს კომპანიას შემოუერთდა და ხელს გიწყობთ შექმნათ ხარისხიანი გუნდი.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 6 ნიმუში, რომელიც ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ | 5 საიდუმლო მცირე ბიზნესის მოგების გასაზრდელად
კომპანია AGIC სხვა სერვისებთან ერთად ფინანსურ ანალიზს და ხარჯვების ოპტიმიზაციასაც გთავაზობთ. სრული ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო