2019 წლის 2 სექტემბერს, გამოქვეყნდა “Black Sea Basin“ 2014-2020- ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული აუდიტორულ
კომპანიათა სია, რომელთა რიცხვშიც, ისეთ კომპანიებთან ერთად როგორებიცაა Deloitte, KPMG, BDO Georgia და ა.შ დასახელდა:
AGIC – “AG International Consulting!”
„Black Sea Basin“- ის პროგრამა 2014-2020 არის ევროკავშირის ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის ნაწილი (CBC) მისი ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ქვეშ. იგი აგებულია 2007-2013 წლის პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც 62 პროექტი გადაეცა და განხორციელდა BSB-ის მიმდებარე 8 ქვეყანაში. დასრულებული ანალიტიკური და საკონსულტაციო პროცესის შედეგად, SBS-ის პროგრამა ფოკუსირებულია მიზნების და პრიორიტეტების ერთობლიობაზე, რაც ასახავს მასში შემავალი ქვეყნების სპეციფიკურ გარემოებებსა და მოთხოვნებს.
თითოეული გადახდის მოთხოვნის გადასამოწმებლად, ENI-CBC-ის 32-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ”ბენეფიციარის მიერ გადახდის მოთხოვნის მხარდასაჭერად გამოცხადებულ ხარჯებს განიხილავს აუდიტორი ან ბენეფიციარისგან დამოუკიდებლად არსებული კომპეტენტური საჯარო მოხელე. აუდიტორი ან კომპეტენტური საჯარო მოხელე ამოწმებს, არის თუ არა ბენეფიციარის მიერ გამოცხადებული ხარჯები და პროექტის შემოსავალი რეალური, სიზუსტით განხილული და ხელშეკრულების შესაბამისად შედგენილი.”
ამ პროგრამის მიზნები და პრიორიტეტები გულისხმობს შემდეგს:
-
ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარება
რომელიც თავის მხრივ მოიცავს:
- ერთობლივად ხელი შეუწყოს ტურიზმისა და კულტურის სფეროს ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებას.
- გაიზარდოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობები და სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაცია
-
გარემოს დაცვა და საზღვაო დაბინძურების შემცირება
- გარემოს დაცვის ერთობლივი გაუმჯობესება
- ხელი შეუწყოს საერთო ცნობიერების ამაღლებას და ერთობლივი მოქმედებების განხორციელებას მდინარისa და საზღვაო ნაპირების დაბინძურების შემცირების მიზნით
პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
პოტენციურ ბენეფიციარებს წარმოადგენენ:
- რეგიონულ და ქვე-ეროვნულ ადმინისტრაციულ დონეზე მყოფი ხელისუფლება
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებულია პროგრამის უფლებამოსილების ფარგლებში
- სავაჭრო პალატა
- აკადემიური და საგანმანათლებლო საზოგადოება
ამ პროგრამის საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი:
- BSB-ის რეგიონებში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მდგრადი განვითარებისა და გარემოს ერთობლივი დაცვის გზით.
- BSB-ის რეგიონებშ ბიზნესისა და მეწარმეობის ხელშეწყობა.
- ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის კოორდინაციას და BSB-ის რეგიონებში საზღვაო ნაპირების დაბინძურების ერთობლივ შემცირებას.