საცალო ვაჭრობისთვის ბიზნეს გეგმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სხვა ბიზნესისათვის. მის დასაწერად უამრავი მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი დაფინანსების მოპოვებაა. ბიზნეს გეგმა ასევე ხელს შეგიწყობთ კომერციული
საიჯარო მოლაპარაკებებისას, ან მოგცემთ მკაფიო ხედვას და დაგეხმარებათ სასურველი კურსის არჩევაში.
მაგრამ როგორ უნდა დავწეროთ ბიზნეს გეგმა? სანამ დაგროვილ ინფორმაციას შეაჯამებთ, მანამდე გარკვეული საბაზრო კვლევის ჩატარებაა საჭირო, თუ გსურთ რომ ბიზნეს გეგმა შეძლებისდაგვარად ზუსტი და ამავდროულად სასარგებლო იყოს.
ბიზნეს გეგმის შედგენა ერთი შეხედვით შეიძლება რთული ამოცანა იყოს, თუმცა, რეალურად ეს ასე არ არის. მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ქონის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, საცალო ვაჭრობის საწარმოსთვის საჭირო ბიზნეს გეგმის ჩონჩხის შედგენა.
ამ შემთხვევაში რამოდენიმე კომპონენტია საჭირო საიმისოდ, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ის ინფორმაცია, რაც გჭირდებათ.
ბიზნეს რეზიუმე
თავდაპირველად საჭიროა იმის განხილვა, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი.
მიუხედავად იმისა, რომ თავში უამრავი ბიზნეს იდეა გიტრიალებთ, რეალურად მათი გამოხატვა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე გგონიათ.
განიხილეთ თუ რის გაკეთებას აპირებთ. სცადეთ სამი-ოთხი ხაზით შეაჯამოთ თქვენი ბიზნესი. ეს მოკლე მიმოხილვა უნდა მოიცავდეს ბიზნესის ძირითად საკითხებს, პირველ რიგში ვინ ხართ და რას ყიდით.
ეს ასევე საჭიროა იმისათვის, რომ შეადაროთ თქვენი სავარაუდო გაყიდვების ოდენობა სხვების გაყიდვებს.
ღირებული შეთავაზება
თქვენ უკვე იცით რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი, მაგრამ თუ აინტერესებს ეს ვინმეს? ახლა საჭიროა გაიგოთ, თუ რატომ უნდა იყიდონ თქვენგან საქონელი თუ მომსახურება.
ბიზნეს გეგმის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილია ღირებული შეთავაზების მიწოდება, რომელიც საშუალებას იძლევა მთელმა მსოფლიომ გაიგოს თქვენი ბიზნესის შესახებ.
რას ყიდით და თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება რითი დაეხმარება მომხმარებელს?
მიზნობრივი მომხმარებელი
ბიზნეს რეზიუმე და ღირებული შეთავაზება მიზნობრივი მომხმარებლის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიცავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩაუღრმავდეთ და გაიგოთ თუ ვინ იყიდის თქვენს შეთავაზებას.
ვინ არის თქვენი იდეალური მომხმარებელი? რამდენია მათი რაოდენობა? მაქსიმალურად ეცადეთ, მიზნობრივი ბაზრისთვის რაც შეიძლება მეტი მყიდველი მიიზიდოთ.
გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ასაკი, სქესი, შემოსავლის დონე და ადგილმდებარეობა, მაგრამ ასევე უნდა ფლობდეთ ინფორმაციას მათი ჩვევების შესახებ, იმ სხვა პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ისინი მოიხმარენ.
მიზნობრივი მომხმარებლებიდან გამოკითხეთ რამოდენიმე ადამიანი, რათა უფრო მეტად მიხვდეთ მათ სურვილებსა და საჭიროებებს. ეს დაგეხმარებათ ღრმად ჩასწვდეთ პოტენციური მომხმარებლის ბუნებას.
მიზნობრივი ბაზრის შესახებ ცოდნა დაგეხმარებათ ბრენდინგში, მარკეტინგში, შეფასებისა და ფაქტობრივად, ერთგვარ გზამკვლევად მოგევლინებათ ახალი პროდუქტის გამოსაშვებად და კომპანიის მიმართულების ასარჩევად.
ფინანსური პროგნოზი
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში შესაძლოა სიამოვნებას საერთოდ არ გგვრიდეთ, საჭირო ფაქტორია კომპანიის ფინანსური მომავლის სურათის შექმნა.
ფინანსური პროგნოზები უნდა შეიცავდეს ხარჯებს (როგორც წინასწარ განსაზღვრულს, ასევე მიმდინარეს) და მოსალოდნელ ფინანსებს. ასევე სავარაუდო ვადები, რომლის პერიოდშიც მოსალოდნელია კომპანიის მოგების ზრდა.
მნიშვნელოვანია რომ თქვენი ფინანსური პროგნოზი გარკვეულ საფუძველს ემყარებოდეს.
ხარჯები
მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის პერიოდში ხარჯების ოდენობა შესაძლოა შეიცვალოს, კომპანიის ფინანსური მომავლის განხილვა უნდა დაიწყოთ მოსალოდნელი ხარჯებით.
პროდუქტის ფაქტობრივი ხარჯი უნდა მოიცავდეს ფიზიკურ ხარჯს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის დრო, რაც მასზე დახარჯეთ, დიზაინი და პროდუქტის შექმნა.
ბრენდინგი შეიძლება მოიცავდეს ბრენდის შეფუთვას, ლოგოს და პროდუქტის შინაარსს და ა.შ
ვებ–გვერდის შექმნა და ჰოსტინგი – ვებ–გვერდის შექმნა შეგიძლიათ Shopify–ის მეშვეობით, ან საამისოდ ვინმეს დაქირავება.
პროდუქტის შეფუთვა – მაღაზიის შემთხვევაში საჭიროა პროდუქტის სათანადოდ შეფუთვა.
მარკეტინგი – ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია მიზნობრივ მომხმარებელზე.
სხვადასხვა მიზნობრივი მომხმარებელი იყენებს სხვადასხვა პლატფორმას, შესაბამისად დაგჭირდებათ როგორც ტრადიციული (სისტემატიზირებულ რეკლამები, ბეჭდვითი მასალა), ასევე ციფრული მარკეტინგული ხარჯების გათვალისწინება (Google AdWords, სოციალური მედია).
გაყიდვების პუნქტის სისტემის შექმნა დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვების წარმოებას მაღაზიაში, ბაზარში, ბაზრობებსა ან ფესტივალებზე აპირებთ.
საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა და პროფესიული მხარდაჭერა – საგადასახადო დრო შესაძლოა მკაცრად განსაზღვრული იყოს, განსაკუთრებით კი მეწარმეებისთვის.
ეს ყველაფერი ბევრად რთულდება მაშინ, როდესაც ბიზნესის ხარჯები გაწერილი არ გაქვთ. თქვენი გადასაწყვეტია, გნებავთ თავად იზრუნეთ საბუღალტრო აღრიცხვაზე, გნებავთ საამისოდ დაიქირავეთ ის, ვინც მსგავს მომსახურებას გაგიწევთ.
თანამშრომლები კიდევ ერთი ხარჯია, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იყენებთ საქმიანობის გარეთ არსებულ შესაძლებლობებს.
მაგრამ მცირე ონლაინ გაყიდვებისასაც კი, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი დახმარება მაშინ, როცა პროდუქტს რეალურ ბაზარზე გაიტანთ.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: როგორი ბიზნეს გეგმა გჭირდებათ? | ბიზნეს გეგმნის მნიშვნელობა
ბიზნეს გეგმის შედგენაში კონსულტაციას გაგიწევთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC . სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.