ფინანსური ანგარიშგება გულისხმობს დაინტერესებული მხარეებისათვის კომპანიის ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. რომელშიც შედის ოფიციალური ჩანაწერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიღრმისეულ ფინანსურ ინფორმაციას.
ფინანსური ანგარიშგების უპირატესობები
- გაუმჯობესებული სესხის მენეჯმენტი – დავალიანებამ შეიძლება შეამციროს ნებისმიერი კომპანიის წინსვლა, განურჩევლად სექტორისა. მიუხედავად მრავალი განსხვავებული ტიპის ფინანსური ანგარიშგების არსებობისა, რომლებიც გარკვეულ მიზანს ეხმიანებიან, თითქმის ყველა მათგანი დაგეხმარებთ გააკონტროლოთ თქვენი მიმდინარე აქტივები.
- ტენდენციის იდენტიფიკაცია – მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფინანსურ საქმიანობას ეძებთ, ამ ტიპის ანგარიშგების ყველა სახეობა დაგეხმარებათ ტენდენციების დადგენაში.
- მეთვალყურეობა რეალურ დროში – მისი მეშვეობით შეძლებთ სწრაფად მიიღოთ ზუსტი, ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რითაც თავიდან აიცილებთ ნებისმიერი სახის პოტენციურ დაბრკოლებას.
- მოვალეობები – თქვენი მოვალეობების მართვა კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბიზნეს სესხები, საკრედიტო ანგარიშები და ბარათები, ყველა მენეჯმენტის განუყოფელი ვალდებულებაა.
- მიმდინარეობა და შესაბამისობა – იმის გამო, რომ ფინანსური ანგარიშგების პროგრამული უზრუნველყოფის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და მყარი, ის უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის აქტიურ მოღვაწეობას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური ანგარიშგება?
გადასახადები
გადასახადები მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის ფინანსური ანგარიშგების ანალიზი მნიშვნელოვანი. მთავრობა ასეთ ანგარიშებს იმისათვის იყენებს , რათა დარწმუნდეს, რომ ზუსტად იხდით გადასახადების თქვენივე წილს.
სხვა კომპანიებისთვის, ინვესტორებისთვის, აქციონერებისთვის და ა.შ.
თუ თქვენ აპირებთ ფულის დაბანდებას რომელიმე კომპანიაში, ამას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეცოდინებათ რამდენად კარგად მუშაობს ეს კომპანია.
სწორედ აქ იწყება ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა ინვესტორებისთვის. ეს ასევე ეხება საკრედიტო მოვაჭრეებსა და ბანკებს.
შიდა გადაწყვეტილების მისაღებად
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ფინანსური ანგარიშები რაც შეიძლება ზუსტი იყოს. მთავრობას და ინვესტორებს არ აინტერესებთ, რატომ არ არის თქვენი ფინანსური ანგარიშები ბუნდოვანი. ისინი დაგაჯარიმებენ მცირე შეცდომის შემთხვევაშიც კი.
შინაგანი ხედვის გაუმჯობესებისთვის
ფინანსური ანალიზი და ანგარიშგება არის ზუსტი, თანმიმდევრული და ფართოდ ხელმისაწვდომი საშუალება თქვენი ორგანიზაციისთვის.
ისინი დაგეხმარებიან უპასუხოთ უმნიშვნელოვანეს კითხვებს თქვენი კომპანიის ფინანსური საქმიანობის ყველა ასპექტის შესახებ.
რაც როგორც შიდა, ასევე გარე დაინტერესებულ მხარეებს აძლევს ზუსტ, ყოვლისმომცველ სურათს დეტალებზე, რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად.
კაპიტალის ამაღლებისა და აუდიტის შესრულების მიზნით
ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი კაპიტალის გაზრდაში ეხმარება ორგანიზაციებს, განურჩევლად ინდუსტრიისა.
ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დღევანდელ კონკურენტულ ციფრულ სამყაროში კომერციული წარმატებების მისაღწევად.
ასევე იგი ხელს უწყობს კანონქვემდებარე აუდიტს. რადგან კანონიერ აუდიტორებს მოეთხოვებათ ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შემოწმება თავიანთი მოსაზრების გამოხატვის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ AGIC გთავაზობთ ფინანსური და ბუღალტრული სერვისების სრულ სპეკტრს.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 4 ფინანსური ანგარიშგების ფორმა, რომელიც ყველა ბიზნესს სჭირდება | ბუღალტრული აღრიცხვის 4 ფინანსური კოეფიციენტი