მანამ, სანამ გადაწყვეტთ რომ ბიზნესი დაიწყოთ, მნიშვნელოვანია გქონდეთ ჩამოყალიბებული იდეა მის შესახებ. ნათლად ჩამოაყალიბეთ, თუ რატომ გსურთ გახდეთ მეწარმე.
რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკრეტული ბიზნესის წამოწყება. იქნება ეს მცირე თუ დიდი ბიზნესი. რა პრობლემას მოაგვარებთ მისი მეშვეობით
და არის თუ არა მოთხოვნა იმ პროდუქტზე, რის წარმოებასაც აპირებთ.
კვლევა და გამოხმაურება
ბიზნესის დაწყებამდე საჭირო და აუცილებელიც კია, სრულყოფილი კვლევის ჩატარება. კვლევა დაგეხმარებათ:
- დარწმუნდეთ, რომ არსებობს მოთხოვნა
- შეამოწმოთ, გადაიხდიან თუ არა ადამიანები თანხის თქვენს პროდუქტში
- დარწმუნდეთ, რომ თქვენ არ შექმნით უკვე არსებული პროდუქტის ასლს
- კონკურენტების დადგენაში
- ბაზრის სიდიდის განსაზღვრაში
- პოტენციური ფასების, ხარჯების და მომგებიანობის დადგენაში
შეიმუშავეთ ბიზნეს გეგმა
ბიზნეს გეგმა დაგეხმარებათ უპასუხოთ პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც ეხება თქვენს ბიზნესს. ის დაგეხმარებათ მომგებიანობის განსაზღვრაში, ფინანსური საჭიროებების გაცნობიერებაში და თქვენი ბიზნესის ზრდის ხელშეწყობაში.
კარგად გაწერილი ბიზნეს გეგმა დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის თვალყურის დევნაში.
ასევე დაგეხმარებათ ყურადღების სწორი მიმართულებით წარმართვაში, რათა არ გადაერთოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სინამდვილეში არც ისე მნიშნელოვანია კომპანიისთვის.
საკმარისი დრო დაუთმეთ თქვენი ბიზნეს გეგმის დაწერას, რათა შემდეგში შეძლოთ მისი შედარება რეალურად მიღწეულ შედეგებთან, რაც დაგეხმარებათ დაინახოთ, თუ რამდენად მიაღწიეთ დასახულ მიზანს.
შექმენით თქვენი გუნდი
სავარაუდოდ თქვენ უკვე იცნობთ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გეგმავთ ბიზნესის დაწყებას. თუმცა ბოლომდე უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს ადამიანები იზიარებენ წარმატების თქვენეულ ხედვას.
რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთგაგების გარეშე, გუნდს გაუჭირდება დასახული მიზნის მიღწევა.
ფინანსები
იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თქვათ, ”მე მინდა მქონდეს მრავალმილიონიანი კომპანია”, თქვენ უნდა შეცვალოთ იგი და დაისახოთ ხელმისაწვდომი და გაზომვადი ფინანსური მიზნები.
ყოველთვიური, ყოველკვირეული ან თუნდაც ყოველდღიური მიზნები საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ მუდმივი ზრდისთვის საჭირო ნაბიჯები.
შეაფასეთ იგი
ბიზნეს მოდელის შემუშავებისა და ჩამოყალიბების შემდგომ, საჭიროა მისი შეფასება. ბიზნესის შეფასება გულისხმობს მიზნის დასახვას, რომლის მისაღწევადაც გჭირდებათ მისი ზრდისთვის ხელშეწყობა.
ეს მოითხოვს დაგეგმვას, გარკვეულ დაფინანსებას და სწორ სისტემებს, პერსონალს, პროცესებს, ტექნოლოგიასა და პარტნიორებს.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: როგორ გავხდეთ წარმატებული მეწარმე? | 4 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, თუკი ბიზნესის მფლობელი ხდებით