რა არის სავაჭრო ნიშანი? სიმბოლო, რომელიც გამოიყენება მეწარმის მიერ წარმოებული საქონლის ან გაწეული მომსახურების საიდენტიფიკაციოდ და განასხვავებს მას კონკურენტის საქონლისა თუ მომსახურებისაგან.
რა შეიძლება იყოს სავაჭრო ნიშანი?
-
- ნებისმიერი სიმბოლო, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და აქვს უნარი განასხვავოს ერთი საწარმოს მიერ წარმოებული საქონელი ან/და გაწეული მომსახურება, მეორე საწარმოს მიერ წარმოებული საქონლისა ან/და გაწეული მომსახურებისგან;
- სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა, სიტყვები, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, ასევე, საქონლის ფორმა, შეფუთვა ან საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით
ისეთი ბრენდის შექმნა, რომელსაც მომხმარებლები იცნობენ და ენდობიან წარმატებული ბიზნესის საფუძველია.
თუმცა, სავაჭრო ნიშნის გარეშე, არსებობს რისკი იმისა, რომ თქვენი კონკურენტები გამოიყენებენ თქვენი ბიზნესის სახელს, ლოზუნგს ან ლოგოს.
ამან შეიძლება შელახოს თქვენი ბრენდი, დააბნიოს მომხმარებელი და შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი ზარალი.
არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ბიზნესმა უნდა დაარეგისტრიროს საკუთარი სავაჭრო ნიშანი.
მაგალითად, ბრენდს შეიძლება ჰქონდეს ღირებული ინტელექტუალური საკუთრება, რომლის დაცვაც სურს, რათა მოგება მიიღოს ლიცენზირების გზით.
ან კომპანიას შეიძლება დასჭირდეს სავაჭრო ნიშანი, რათა დაადასტუროს თავისი ბიზნესი საცალო პლატფორმებზე, როგორიცაა Amazon.
სავაჭრო ნიშნის სამართლებრივი მნიშვნელობა
ბიზნესისთვის არ არის სავალდებულო, რომ დაარეგისტრიროს საკუთარი სავაჭრო ნიშანი. კომპანიას შეუძლია შექმნას საერთო სამართლის უფლებები, რომელიც ეხება კონკრეტულად ამ სავაჭრო ნიშანს.
თუმცა ნიშნის რეგისტრაციას ბევრი უპირატესობა აქვს, მათშორის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსკლუზიური იურიდიული უფლებებია.
ნიშანზე კანონიერი უფლებების ქონა გეხმარებათ ბრენდის იდენტურობის შენარჩუნებაში და იცავს მას პლაგიატისგან.
კომპანიებმა უნდა დაარეგისტრირონ სავაჭრო ნიშანი რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან აიცილონ სირთულეები და ფულადი ზიანი. ზოგიერთი მცირე ბიზნესი შეცდომას უშვებს, როდესაც ახდენს დროისა და ფულის ინვესტიციას ბრენდინგსა და მარკეტინგში.
რადგან მხოლოდ მოგვიანებით არკვევს, რომ სხვა კომპანიას აქვს სასაქონლო ნიშნის იურიდიული უფლება, რაც აფერხებს მათ გამოყენებას.
თქვენ გჭირდებათ სახელი, რომლის დაცვასაც შეძლებთ და რომელსაც ვერ წაგართმევენ სხვები, მაგრამ თქვენ ასევე გჭირდებათ, რომ საზოგადოება როდესაც შეხედავს თქვენს ლოგონს და სლოგანს, ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა თუ რა არის თქვენი პროდუქტი და რას ყიდით.
თუ თქვენ გაქვთ ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ხალხს სურს, სხვები მალევე მოგბაძავენ
სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა იწყება საქპატენტში განაცხადის წარდგენით.
განაცხადს უნდა ახლდეს:
-
- მინდობილობა – თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ;
- პირველი განაცხადის ასლი – თუ მოითხოვება კონვენციური პრიორიტეტი;
- ოფიციალური გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა სარეგისტრაციოდ შემოტანილი სიმბოლოთი მონიშნული ექსპონატის გამოფენაზე ჩვენების თარიღის მითითებით – თუ მოითხოვება საგამოფენო პრიორიტეტი;
- კოლექტიური ნიშნის დებულება – თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე.
სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება 10 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ყოველი მომდევნო 10 წლით.
ჯერადობის შეუზღუდავად, თუ გადახდილი იქნება ვადის გაგრძელებისათვის დაწესებული საფასური.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 17 რჩევა, თუ როგორ უნდა შექმნათ საინტერესო ბრენდის ისტროია | ლოგო და მისი მნიშვნელობა