ემოციური ინტელექტი არის უნარი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მართოთ და გააკონტროლოთ თქვენი ემოციები. ასევე გულისხმობს არამარტო მოტივაციისა და ყურადღების გაზრდას, არამედ უეცარი, ძლიერი ემოციების თავიდან აცილებას.
ამის შედეგად კი უკეთ გაართმევთ თავს სამსახურში დაკისრებულ ვალდებულებებს, უფრო ეფექტური იქნებით მოლაპარაკებების წარმოებაში, გუნდური მუშაობის ორგანიზებაში, კონფლიქტების მართვაში და სხვა პროფესიულ საქმიანობებში.
მენეჯერები სტაბილურად უნდა მიუდგნენ ამა თუ იმ საქმეს, რომელიც ემოციური და სენსიტიურია თანამშრომლებისთვის, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტი.
ემოციური ინტელექტის ხუთი კომპონენტი
ემოციური ინტელექტის ტრენერმა, კონლი ჰეივორდმა, განმარტა, თუ რა არის ემოციური ინტელექტის ხუთი კომპონენტი:
-
- თვითშემეცნება არის თქვენი ემოციების ამოცნობის და გაგების უნარი, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენზე და გარშემომყოფებზე.
- თვითრეგულირება არის მოქმედების დაწყებამდე ფიქრის და სიტუაციის, პიროვნების ან გამოცდილების შესახებ წინასწარი დასკვნების გამოტანის უნარი.
- სოციალური ცნობიერება გულისხმობს გარშემომყოფთა ემოციური მდგომარეობის გაგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ოთახის ემოციური ტემპერატურის შეგრძნების უნარი.
იგი ასევე მოიცავს იმის გაგებას, თუ როგორ მოქმედებს თქვენი სიტყვები და მოქმედებები სხვებზე. - სოციალური რეგულირება არის სხვის ემოციებზე გავლენის უნარი. სოციალური რეგულირება გულისხმობს იმის ცოდნას, თუ როდის არის მიზანშეწონილი სხვების ემოციურ მდგომარეობაზე გავლენა და როდის არა.
- მოტივაცია არის სამუშაოს მიმართ სურვილი, რომელიც ფულზე, აღიარებასა ან დაწინაურებაზე მაღლა დგას.
რატომ უნდა იზრუნოთ ემოციურ ინტელექტზე?
შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტი ბიზნესში და რატომ გჭირდებათ იგი თქვენ.
როგორც ჰეივორდი აღნიშნავს, ლიდერები გავლენას ახდენენ და ხელმძღვანელობენ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული პერსპექტივით და ტემპერამენტით გამოირჩევიან, რაც ემოციური ინტელექტის მაღალ დონეს მოითხოვს.
მაღალი EQ საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისა და სტრესის მართვისთვის.
ლიდერმა უნდა იცოდეს საკუთარი ემოციური მდგომარეობა, სხვების ემოციები და უნდა შეეძლოს ამ ინფორმაციის შერჩევით გამოყენება, რათა მიიღოს შესაბამისი, მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები.
ჰაივორდმა აღნიშნა, რომ მაღალი EQ- ს მქონე მენეჯერებს შეუძლიათ ეფექტურად განმუხტონ დაძაბული სიტუაციები, პოზიტიურად მოაგვარონ პრობლემები და ამავდროულად შეინარჩუნონ სიმშვიდე.
ლიდერებს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი ემოციური ინტელექტი საკუთარ თავში გარკვევით და ადამიანების უკეთ გაცნობით.
თუ თქვენ იფიქრებთ გარშემომყოფთა გრძნობებზე ისევე, როგორც საკუთარზე, შეძლებთ მათთან საერთო ენის გამონახვას და თავიდან აიცილებთ კონფლიქტს.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კარიერული წინსვლა, როგორც პიროვნული ზრდა | როგორ განვთავისუფლდეთ ემოციებისგან, გადაწყვეტილებების მიღებისას