AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

ელ.ფოსტა – ყველაზე გავრცელებული კომუნიკაცია ბიზნეს სამყაროში

AGIC
თებ 24, 2020 ბლოგი 0 Comment

დღესდღეობით სოციალური მედია პლატფორმები ძალიან პოპულარულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ელ.ფოსტა მაინც რჩება წერილობითი კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად.

მოკლე და პირდაპირი წერილები, ელექტრონული ფოსტის შესანიშნავი მაგალითია. შემცირდება ელექტრონული წერილის წერასა და მის კითხვაზე დახარჯული დრო, რითაც გაიზრდება პროდუქტიულობა. თუმცა, პირდაპირ და პროფესიონალურად წერა – ეს არის უნარი და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, საჭიროა მისი სწავლა და განვითარება.

როდესაც ისწავლით, თუ როგორ უნდა დაწეროთ ოფიციალურიი ელ.ფოსტა, თუნდაც იგი მოკლე იყოს, შეიძლება იმდენივე დრო დაგჭირდეთ მასზე, რამდენსაც გრძელი წერილის დაწერას მოანდომებდით. ეს იმიტომ რომ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, რაც უნდა დაწეროთ და შემდეგ გადმოსცეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მოკლედ. თუმცა დროთა განმავლობაში, თქვენი წერის უნარები გაუმჯობესდება და შეძლებთ უფრო სწრაფად და უკეთესად წერას.

განხილვის საგანი (Subject)

იგი შეიცავს თქვენი გზავნილის მიზანს, რათა მკითხველი ერთი შეხედვით მიხვდეს მას.

მისალმება

მისალმების დროს გამოიყენეთ ადრესატის სრული სახელი, ეს ნამდვილად სასიამოვნო გავლენას მოახდენს მკითხველზე.

ტექსტის მოცულობა

იყავით ლაკონურები. ისაუბრეთ მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, არავის სიამოვნებს ვრცელი წერილების კითხვა.

დასასრული

დასასრულს მადლობის გადახდა შესაფერისი იქნება, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „პატივისცემით“. ამ ყველაფერთან ერთად კი თქვენი სახელის, პოზიციის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება მიანიშნებს თქვენს პროფესიონალიზმზე.

ელ.წერილის მიზანი

ელ.წერილს მრავალი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: მისასალმებელი, სამადლობელი, სარეკომენდაციო და ა.შ. თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველთვის დარწმუნდით, რომ იგი აკმაყოფილებს სტანდარტებს.

მისასალმებელი ელ.ფოსტის შაბლონი

მისასალმებელი წერილი საშუალებას გაძლევთ უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროთ თქვენს ახალ მომხმარებლებთან. მისი მეშვეობით უფრო ახლოს გააცნობთ მკითხველს თქვენს ბრენდს.

მოგესალმებით [სახელი]!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება [ბრენდის სახელი]. მოხარული ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანდით.

[ბრენდის სახელწოდება] მიზანია შექმნას [თქვენი ბრენდის მიზანი და / ან მისია].

ჩვენ გპირდებით, რომ გამოგიგზავნით ელ.წერილებს მხოლოდ [კვირაში რამდენჯერ გაუმგზავნით ელ.წერილებს].

თითოეული ელ.წერილით ჩვენ გაგაცნობთ თქვენთვის სასარგებლო მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ვიმედოვნებთ, რომ ისიამოვნებთ ჩვენთან გატარებული დროით. ამასთანავე, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს [თქვენი ბრენდის საგანმანათლებლო რესურსი]

პატივისცემით,

[ბრენდის სახელი]

ელექტრონული გამოკითხვის შაბლონი

გამოკითხვა შესანიშნავი მეთოდია იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ თქვენი მომხმარებლები. იგი მოიცავს კითხვების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობით თქვენ მიიღებთ დიდი რაოდენობით მონაცემებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ელ.ფოსტის შაბლონი და შეცვალოთ იგი თქვენი საჭიროებების მიხედვით.

მოგესალმებით [სახელი],

ვიმედოვნებთ, რომ ისიამოვნებთ ჩვენი [პროდუქტი / მომსახურება]!

ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურება. ამიტომ, მადლობელი ვიქნებით, თუ კი გამოყოფდით თქვენი დროის [დროის ოდენობას] შემდეგი გამოკითხვის შესავსებად.

[კითხვარზე გადასვლის ბმული]

თქვენი პასუხი გამოყენებული იქნება ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებაში.

დიდი მადლობა,

[კომპანიის სახელი]

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: იმეილ მარკეტინგი და მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობა  |  B2B მარკეტინგის სტრატეგიები

6 ჩვევა, რომელიც ზიანს აყენებს თქვენს კარიერულ განვითარებასPrevious post
რატომ არის საჭირო ბაზრის კვლევა თქვენი ბიზნესისათვისNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.