AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

რატომ არის საჭირო ბაზრის კვლევა თქვენი ბიზნესისათვის

AGIC
მარ 16, 2020 ბლოგი 0 Comment

ბაზრის კვლევა არის თქვენი მომხმარებლებისა და სამიზნე აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესი.

ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისათვის, რათა დაადგინოთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ეფექტურობა და წარმატებულობა.

ბაზრის კვლევა გიჩვენებთ, ინფორმაციის წყაროებს, სადაც თქვენი აუდიტორიის წევრები და მომხმარებლები ეძებენ პროდუქტებსა და მომსახურებას.

ის ასევე გიჩვენებთ თქვენს ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს.

თუ რა სურს თქვენს სამიზნე აუდიტორიას და მომხმარებელს, ისეთი პროდუქტებისა და მომსახურებებისგან, როგორიც თქვენ გაქვთ, და რა  ახდენს გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე.

არსებობს ბაზრის კვლევის ორი ძირითადი ტიპი, რომელიც შეგიძლიათ ჩაატაროთ თქვენი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისთვის. ესენია პირველადი და მეორადი კვლევა.

პირველადი კვლევა

იგი წარმოადგენს პირველად ინფორმაციას თქვენს ბაზარზე და მის მომხმარებლებზე.

ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოკუს ჯგუფები, ონლაინ გამოკითხვები, სატელეფონო ინტერვიუები და ა.შ.

რათა შეაგროვოთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დგანან თქვენი მომხმარებლები და ასევე დაადგინოთ კომპანიის ცნობადობა.

პირველადი გამოკვლევა ასევე სასარგებლოა თქვენი ბაზრის სეგმენტის განსაზღვრისთვის და პოტენციური მომხმარებლის დასადგენად.

მეორადი კვლევა

მისი მიზანია უკვე გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზი. მეორადი მონაცემების მეშვეობით თქვენ შეძლებთ მოახდინოთ კონკურენტების იდენტიფიცირება, განსაზღვროთ კრიტერიუმები და სამიზნე აუდიტორია.

თქვენს სამიზნე აუდიტორიაში შედიან ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული ქცევითი მახასიათებლებით გამოირჩევიან.

მონაცემების შეგროვება

ვერცერთი მცირე ბიზნესი ვერ მიაღწევს წარმატებას, მისი მომხმარებლების, პროდუქტების, მომსახურების და  ბაზრის გამოკვლევის გარეშე.

არსებობს მონაცემთა შეგროვების ორი კატეგორია: რაოდენობრივი და თვისებრივი. რაოდენობრივი მეთოდები იყენებს მათემატიკურ ანალიზს და მოითხოვს უამრავ მონაცემს.

მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ტენდენციები.

რაოდენობრივი მონაცემების მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებგვერდი. Google Analytics-ის მეშვეობით თქვენ განსაზღვრავთ უამრავ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგალითად, საიდან შემოდიან მომხმარებლები თქვენს ვებგვერდზე, რამდენ ხანს ჩერდებიან და რომელ გვერდებს ათვალიერებენ ყველაზე ხშირად.

თვისებრივი მეთოდები დაგეხმარებათ შეიმუშაოთ და დახვეწოთ თქვენი რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. მათი მეშვეობით ბიზნესის მფლობელები განსაზღვრავენ პრობლემებს  და ხშირად იყენებენ ინტერვიუს მეთოდებს, რათა გაეცნონ მომხმარებელთა მოსაზრებებს, ღირებულებებსა და რწმენას.

ბაზრის კვლევის ჩატარებისას ხშირად დაშვებული შეცდომები
  1. მხოლოდ მეორადი კვლევების გამოყენება. მხოლოდ მეორად მონაცემებზე დაყრდობით ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. დასაწყისისათვის ეს შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს, მაგრამ მეორადი კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია შეიძლება მოძველებული აღმოჩნდეს.
  2. ინტერნეტ რესურსების გამოყენება. ამ დროს თქვენ იყენებთ ისეთ მონაცემებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეიძლება არ იყოს სრულყოფილი. იმისათვის, რომ ჩაატაროთ უფრო სიღრმისეული გამოკვლევა ინტერნეტ რესურსებთან ერთად გამოიყენეთ ასევე ადგილობრივი ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ჟურნალები და ა.შ
  3. მხოლოდ იმ ადამიანების გამოკითხვა, რომელთაც იცნობთ. ყველაზე სასარგებლო და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, თქვენ უნდა გაესაუბროთ რეალურ მომხმარებლებს და გაიგოთ მათი საჭიროებები, სურვილები და მოლოდინები. და არა იმ ადამიანებს, რომლებიც შედიან თქვენს საახლობლო წრეში და რომლებიც შეიძლება საერთოდ არ იყვნენ თქვენი მომხმარებლები.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კონკურენტული სტრატეგია  |  როგორ აუმჯობესებს მოგებას, უკეთესი მონაცემების შეგროვება

ელ.ფოსტა – ყველაზე გავრცელებული კომუნიკაცია ბიზნეს სამყაროშიPrevious post
რა მოვალეობები აკისრია ბიზნეს კონსულტანტსNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.