AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

სწორი გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

AGIC
მარ 25, 2020 ბლოგი 0 Comment

სწორი გადაწყვეტილებების მიღება განსაზღვრავს პიროვნების განვითარების გზას და ასევე მის საბოლოო შედეგს. თუმცა გადაწყვეტილებები არის მხოლოდ პირადი მიზნებისათვის.

ისინი ასევე დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.

გააფართოვეთ თქვენი ქსელი

თქვენს მიერ დაკომპლექტებულ კომპანიას შეუძლია შეაფასოს თქვენი წარმატება. ქსელის გაფართოება შესანიშნავი საშუალებაა იმ ადამიანების გასაცნობად, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს. თქვენი ქსელის გაფართოება არის გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე კავშირების მშენებლობის გზით, არამედ გეხმარებათ პიროვნულად განვითარებაშიც.

მოიძიეთ ჯგუფები და შექმენით ქსელის გაფართოების სტრატეგია. ქსელის შექმნა ასევე შესანიშნავი გზაა თქვენს ინდუსტრიაში ახალი ამბების მარტივად მისაღებად. თქვენ მოისმენთ ახალ იდეებს და მოსაზრებებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის განვითარებაში.

გადაანაწილეთ უფლებები და მოვალეობები

თუ თქვენ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებთ, ამან შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი გუნდის შემოქმედებითობა.

მნიშვნელოვანია მოვალეობების გადანაწილება, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენს ორგანიზაციაში მყოფ ადამიანებს. გადაანაწილეთ პასუხისმგებლობა თქვენს თანამშრომლებზე და დაუსახეთ მიზნები.

დელეგირება ასევე საშუალებას გაძლევთ, ყურადღება გაამახვილოთ რაიმე ახალზე. თქვენ უფრო ხელმისაწვდომი ხართ ისეთი შესაძლებლობებისთვის, როგორიცაა ახალი უნარების ათვისება, ახალი ბაზრების შესწავლა ან ახალი პროდუქტების შემუშავება. ამგვარი ცვლილებები პირადი ასევე ბიზნესის ზრდის საწინდარია.

გაფილტვრა

შესანიშნავი გადაწყვეტილებაა თქვენი ბიზნესის პროცესებისა და პროდუქტების გაფილტვრა ან შემოწმება.

თუ ინვესტიცია ისეთ სერვისში ან პროდუქტში გაქვთ ჩადებული, რომელიც არ მუშაობს და ხარჯავს თქვენს რესურსებს, შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

შეიძლება ასევე დაგჭირდეთ გადახედოთ თქვენს ურთიერთობას გარკვეულ კლიენტებთან, რომლებიც არ არიან შესაფერისი თქვენი ბიზნესისათვის.

შესაძლებელია დაგჭირდეთ თქვენი ბიზნესის გაყიდვა ან შეჩერება, რომელიც თქვენთვის ძვირფასია, მაგრამ უბრალოდ მომავალი არ აქვს.

„გაფილტვრა“ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში. თქვენს რესურსებს გახდის უფრო პროდუქტიულს და დაგაზოგინებთ ზედმეტ ხარჯებს.

როგორ უნდა შეინარჩუნოთ მიღებული გადაწყვეტილებები

პირადი და ბიზნესის გადაწყვეტილებების მიღება მარტივია, მაგრამ მათი განხორციელება უფრო რთული.

  • განათავსეთ თქვენი რეზოლუციები საჯაროდ. გაუზიარეთ სხვებს ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც გსურთ თქვენს ბიზნეს პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. როდესაც სხვა ადამიანები თქვენგან კონკრეტულ ქმედებებს მოელიან, თქვენ უფრო მეტი მოტივაციით იმოქმედებთ თქვენი მიზნების მისაღწევად.
  • გყავდეთ ანგარიშვალდებული პარტნიორი. ეს არის ის ადამიანი, ვინც არ მოგცემთ საშუალებას ფარხმალი დაყაროთ და უარი თქვათ დასახული მიზნების განხორციელებაზე.
  • ყურადღება გაამახვილეთ თქვენი პიროვნების შეცვლაზე. მუდმივი ცვლილებების განხორციელება მოითხოვს თქვენი იდენტურობის შეცვლას. იფიქრეთ საკუთარი თავზე, როგორც მზარდ ბიზნესის ლიდერზე და უფრო მეტი მონდომებით შეასრულებთ თქვენს გადაწყვეტილებებს.

ერთი შეხედვით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს, რადგან გზაზე შეიძლება ბევრი დაბრკოლება დაგხვდეთ.

თუმცა თუ გაითავისებთ ამ გადაწყვეტილების მიზანს და იმას, რომ ეს არამხოლოდ კარიერული კუთხით გაგზრდით, არამედ დაგეხმარებათ პიროვნულ განვითარებაშიც, შეძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას და საბოლოო მიზნის მიღწევას.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რომელი ორგანიზაციული სტრუქტურა შეეფერება თქვენს ბიზნესს   | როგორ დავიწყოთ ბიზნესი

კვლევა საქართველოში ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებPrevious post
5 გზა როგორ მართოთ თქვენი გუნდი სოციალური დისტანციისასNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.