AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

5 გზა როგორ მართოთ თქვენი გუნდი სოციალური დისტანციისას

AGIC
მარ 26, 2020 ბლოგი 0 Comment

Covid-19 ვირუსმა უდიდესი სისწრაფით შეცვალა სამუშაო გარემოს წყობა.  ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ყველა სექტორში არსებულმა დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს.

უეცრად გარემოს რადიკალური შეცვლა, სადაც გიწევთ კარანტინში ყოფნა, მოწყვეტილი ხართ ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობას და ჩვეულ სამუშაო გარემოს.

ყველაფერს კი ემატება ასეთ პირობებში გუნდის მართვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქამდე ეს არასოდეს გიცდიათ.

მძიმე პირობები და გაურკვევლობა ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს. კარანტინის პირობებში, მენეჯერის როლის ყველა ასპექტი რთულდება.

ამ სირთულეებთან გასამკლავებლად უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა შესრულებული სამუშაოს შედეგებისადმი და ადაპტირდეთ სამუშაოს ახალ კონტექსტზე.

შეცვალეთ თქვენი მიდგომა

გუნდების უმეტესობა მიჩვეულია ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც ისინი მუშაობენ ერთად, ერთ ოფისში, ერთ სამუშაო პირობებში და ერთი სამუშაო გრაფიკით. კარანტინში მენეჯერები უნდა დაეხმარონ თავიანთ გუნდებს ასინქრონულ მუშაობასა და პერსონალიზაციაში.

თქვენ უნდა შეცვალოთ მოლოდინი სამუშაოს შესრულებისადმი, სასურველია მისცეთ თქვენი გუნდის წევრებს უფლება, შეასრულონ სამუშაო მათთვის სასურველ დროსა და პირობებში. ეს ნიშნავს შედეგებზე ყურადღების გამახვილებასა და  მათთვის მეტი მოქნილობის შეთავაზებას.

რეგულარული კომუნიკაცია

სოციომეტრული კვლევა ადასტურებს, რომ მოკლევადიანი კომუნიკაციები უფრო ეფექტურია ჩართულობის შენარჩუნებისათვის. გამოიყენეთ სწრაფი შეტყობინებები, რათა რეგულარულ კონტაქტში იყოთ.

დაადგინეთ ისეთი სამუშაოს მიმდინარეობის სტრუქტურა, სადაც ყველა იქნება ჩართული და არავინ დაიძვრენს თავს მისგან.

განაგრძეთ სწავლება

სწავლა არ უნდა შეწყდეს ახალ გარემოში, მაგრამ შეიძლება უფრო პრაქტიკული იყოს მათი შემცირება.

ყურადღება გაამახვილეთ მოკლე გაკვეთილების გაზიარებაზე, ხუთიდან 10 წუთამდე დროში. ეს შეიძლება მოიცავდეს კონკრეტულ ხელსაწყოს, ქცევას ან უნარს.

მიაწოდეთ ეს გაკვეთილები თქვენი გუნდის წევრებს და საშუალება მიეცით მათ, თავად აირჩიონ მათთვის სასურველი თემა.

შესაძლებელია სხვა გუნდის წევრს სთხოვოთ შესწავლილი საგნის განხილვა და მოკლე დისკუსია მოაწყოთ იმის შესახებ, რაც ყველამ შეისწავლა.

გამოიყენეთ ტონი და ხმა უკუკავშირისთვის

რთულია დაინახო ადამიანის ემოცია, როდესაც ვერ ხედავ მას. იმის მაგივრად, რომ დაეყრდნოთ არავერბალურ მონაცემებს და სხეულის ენას, ახლა ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექსტს, ხმას და იშვიათ ვიდეო კომუნიკაციებს.

ყურადღება მიაქციეთ წერითი კომუნიკაციის ტონს; ხმის კომუნიკაციის სიჩქარეს, მოცულობასა და ტონს; და ნებისმიერ ფიზიკურ ჟესტებებს ვიდეო კომუნიკაციაში.

თუ კარგად იცნობთ თქვენი გუნდის წევრებს, ამ შაბლონებში მომხდარი ცვლილებები დაგეხმარებათ დაადგინოთ, გუნდის წევრის დამატებითი დახმარების საჭიროება.

გაზარდეთ ოპტიმიზმი და გაანელეთ შიშის გრძნობა

ოპტიმიზმი გადამდებია. ლიდერები, რომლებიც მომავალს იმედით უყურებენ, უკეთესად გამოსდით თავიანთი გუნდის წევრების დახმარება, განსაკუთრებით სტრესულ პირობებში.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს იუმორი, როგორც სტრესის გამანეიტრალებელი ფაქტორი. გახსოვდეთ, რომ შიში ახშობს ინიციატივას, შემოქმედებითობას და ვალდებულების ნაცვლად იძლევა შესაბამისობას.

ადამიანები ჰიპერ-სოციალური არსებები არიან. მათი ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას – სადაც ისინი თავს მნიშვნელოვნად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ყველაფერს შიშის, მორიდების ან დასჯის გრძნობის გარეშე აკეთებენ –  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარანტინის პირობებშიც.

როდესაც ამ პირობებს შეუქმნით მათ, ამით საშუალებას მისცემთ, განაგრძონ სწავლა, მუშაობა და წვლილი შეიტანონ, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ასეთ დროს, თქვენ აღიარებთ მათ ადამიანობას.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კომუნიკაციის სტრატეგია COVID-19-ის დროს  |  ვირტუალური შეხვედრების წარმატების 3 წინაპირობა

სწორი გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვისPrevious post
შევინარჩუნოთ სრულყოფილი სამუშაო პროცესი COVID-19-ის დროსNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.