AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

რამდენად ეფექტურია კვლევები თქვენი ბიზნესისათვის

de745ge
აპრ 13, 2020 ბლოგი 0 Comment

კარგია, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები უსმენენ თავიანთი მომხმარებლების ინტერესებს, რჩევებსა თუ მოთხოვნებს, მაგრამ ბევრად უკეთესია, როდესაც ბიზნესი ითვალისწინებს ამ უკუკავშირს და არსებითად ცვლის საკუთარ ბიზნესს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭიროებები.

სწორედ აქ დგება მომხმარებელთა გამოკითხვების საჭიროება, რადგან მათ გარეშე თქვენ არ გეცოდინებათ კონკრეტულად რა აკლია თქვენს ბიზნესს და რა ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რათა უზრუნველყოთ უკეთესი მომსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მარტივი ჩანდეს მომხმარებლებისთვის იმის კითხვა, თუ რას ფიქრობენ ისინი თქვენს ბიზნესზე, როგორ შეაგროვებთ ამ მონაცემებს და გაანალიზებთ პასუხებს?

რა შეიძლება ითქვას იმ უკუკავშირზე, რომელიც მიიღეთ პირისპირ ურთიერთობისას? არიან თუ არა ეს მომხმარებლები გულწრფელნი თქვენს მიმართ, თუ ერიდებიან კრიტიკულ კომენტარებს იმის გამო, რომ გული არ გატკინოთ?

მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვების პროცესი შეიძლება გამარტივდეს მათთვის ელ.ფოსტაზე კითხვარის გაგზავნით.

მრავალფეროვანი კითხვების დასმა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი მომხმარებლების საჭიროებები, თუ რა სურთ მიიღონ თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურებიდან.

გამოკითხვა გაწვდით უამრავ მონაცემს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი.

  1. რისი ცოდნა გსურთ?

კვლევების გამოყენება შესაძლებელია ბაზრის კვლევის, განვითარების, ან თქვენს მომხმარებლებთან ან კლიენტებთან დასაკავშირებლად.

პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ რისი ცოდნა გსურთ. გამოკითხვები შესანიშნავი საშუალებაა ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კომპანიისათვის უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად.

მაგალითად, კვლევების გამოყენება შეგიძლიათ:

  • ახალი პროდუქტის ან მომსახურების იდეების შესახებ უკუკავშირის მისაღებად;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზომად და იმ სფეროების მოსაძიებლად, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს;
  • თქვენი ყველაზე მომგებიანი მომხმარებლებისა და მათზე გავლენის მქონე ფაქტორების დასადგენად.
  1. დასვით სწორი შეკითხვები

გამოკითხვები შესანიშნავია ორი ტიპის მონაცემთა შესაგროვებლად: ობიექტური ფაქტები და სუბიექტური ინფორმაცია.

თუ თქვენი მიზანია ყველაზე მომგებიანი მომხმარებლების იდენტიფიცირება, უნდა შეაგროვოთ როგორც ობიექტური დემოგრაფიული მონაცემები (ასაკი, ოჯახური მდგომარეობა), ასევე სუბიექტური ინფორმაცია (ქცევები, ინტერესები და მოსაზრებები).

თუმცა ორივე შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კითხვის დასმა დიდ გავლენას ახდენს მიღებულ პასუხზე.

ამასთანავე გახსოვდეთ, რომ ყველა შეკითხვა, რომელსაც კითხვარში გამოიყენებთ, უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს.

რას მოგცემთ ეს შეკითხვა? შეცვლის თუ არა მისგან მიღებული ინფორმაცია, თქვენი ბიზნესის მიმართულებას?

  1. შექმენით და შეამოწმეთ თქვენი გამოკითხვა

ახლა აუდიტორიის გამოკითხვის უმეტესი ნაწილი ინტერნეტით ტარდება. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ რამდენიმე ხელმისაწვდომი, ადვილად გამოსაყენებელი ონლაინ გამოკითხვის საშუალებები, როგორიცაა SurveyMonkey, Typeform ან Google Forms.

თითოეულ ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ იმის მიუხედავად, თუ რომელს აირჩევთ, ყოველთვის შეამოწმეთ თქვენი გამოკითხვა, სანამ ის მომხმარებლებამდე მიაღწევს.

კვლევის შესამოწმებლად, გააზიარეთ იგი თანამშრომლებთან, მეგობრებთან და ოჯახთან, რათა მიიღოთ უკუკავშირის ფართო სპექტრი.

მოძებნეთ ორთოგრაფიული თუ გრამატიკული შეცდომები, ასევე დამაბნეველი შეკითხვები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავი არ არის.

კვლევის დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია შეცდომების იდენტიფიცირება და გამოსწორება. ყოველივე ამის შემდეგ კი შეგეძლებათ ამ კითხვარის სამიზნე აუდიტორიისათვის გაზიარება.

გამოკითხვის შედეგად, მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის მეშვეობით კი თქვენ შეძლებთ თქვენი ბიზნესის გარკვეული ასპექტების გაუმჯობესებას.

ყოველივე ეს დაგეხმარებათ ბიზნესის წარმატებაში და ასევე გაზრდის თქვენი ერთგული მომხმარებლების რიცხვს, როდესაც ისინი დაინახავენ, რომ თქვენ გაინტერესებთ და ითვალისწინებთ მათ აზრს და შეხედულებას.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რატომ არის საჭირო ბაზრის კვლევა თქვენი ბიზნესისათვის  |  როგორ აუმჯობესებს მოგებას, უკეთესი მონაცემების შეგროვება

 

შეგახსენებთ, რომ AGIC • ეი ჯი აი სი  გთავაზობთ ბაზრის კვლევის სერვისს.

როგორ შევინარჩუნოთ ბიზნესის ეკონომიკური მდგომარეობაPrevious post
კრიტიკული აზროვნების როლი ბიზნესშიNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.