დღესდღეობით თითქმის არცერთ ჩვენგანს არ გვყოფნის დროს იმისათვის, რათა ყველაფერი სრულყოფილად შევასრულოთ. მეწარმეებმა ყველაზე უკეთ იციან დროის მენეჯმენტის მნიშვნელობა.
ამ ყველაფრის საიდუმლო კი ერთგვარი რუტინის დაცვა და მნიშვნელოვანი დავალებების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება წარმოადგენს.
დაიწყეთ შეკითხვით „რატომ?”
დავალების შესრულების დაწყებისას, პირველ რიგში საჭიროა დასვათ კითხვა „რატომ?“, ეს საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ მისი მიზანი.
იგი ასევე უზრუნველყოფს ჩვენი დროისა და ყურადღების გონივრულად განაწილებას და ხელს უწყობს გუნდების შემოქმედებითობას და ინოვაციებს, ასევე თითოეულ ინდივიდს აძლევს საბოლოო მიზნის საერთო ხედვას.
ტექნოლოგიების გამოყენება
დღეს თითქმის არ არსებობს ინდუსტრა, რომელიც არ განიცდის ციფრული ტრანსფორმაციის რაიმე ფორმას. მეწარმეებმა უნდა განიხილონ ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც უნიკალურია მათი ინდუსტრიის მასშტაბებისთვის.
ბაზრისა და ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიზნები ისე სწრაფად იცვლება, რომ კომპანიებს სჭირდებათ ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია, რათა ფეხი აუწყონ არსებულ ცვლილებებს.
მოუსმინეთ თქვენს შინაგან საათს
როგორც ასეთი, ჩვენ ყველანი განვიცდით ენერგიის მოზღვავებას დღის სხვადასხვა პერიოდში.
მაგალითად ზოგიერთი ადამიანი ძირითად დავალებებს დღის იმ მონაკვეთში ანაწილებს, როდესაც იგი ყველაზე მეტად პროდუქტიულია.
ეს შეიძლება იყო დღის ორ საათამდე ან საღამოს 6 საათის შემდეგ, ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული.
დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
თუ COVID-19-ის რაიმე სარგებელი მივიღეთ, ეს არის დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.
ეს არამარტო საშუალებას აძლევს მეწარმეებს დაიქირაონ ნიჭიერი ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, არამედ ეს საშუალებას აძლევს მათ შეამცირონ ტრანსპორტირება, დაზოგონ დრო და რაც შეიძლება უფრო პროდუქტიულნი იყვნენ.
გამოიყენეთ თქვენი ტელეფონი სწრაფი დავალებებისთვის
მეწარმეები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ბავშვებზე ზრუნვის დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან.
დროის მენეჯმენტი აუცილებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სახლიდან მუშაობის დროს თქვენ დედაც ხართ და მეწარმეც.
ასეთ დროს თქვენი სამუშაო დღე სავარაუდოდ არ იქნება 9-დან 5 საათამდე. განსაზღვრეთ სამუშაოების ჩამონათვალი და შეასრულეთ იგი მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.
მარტივი და მოწესრიგებული გარემო
მინიმალიზმი მეტია, ვიდრე უბრალო ინტერიერის დიზაინის ტენდენცია.
მისი სარგებელი მდგომარეობს ცხოვრების წესის მნიშვნელოვანად გაუმჯობესებაში და უკეთეს დროის მენეჯმენტში, რაც თავის მხრივ ზრდის ადამიანების კონცენტრაციასა და პროდუქტიულობას.
დროის მენეჯმენტის ამ რეალური რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ თავისუფალი დროის გამოყოფას, რომელსაც თქვენი ბიზნესის უფრო მნიშვნელოვან ასპექტებზე ყურადღების გასამახვილებლად გამოიყენებთ.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: დროის მენეჯმენტი ანუ მისი ეფექტურად გამოყენების უნარი | კრიტიკული აზროვნების როლი ბიზნესში