AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

4 ფინანსური ანგარიშგების ფორმა, რომელიც ყველა ბიზნესს სჭირდება

de745ge
მაი 19, 2020 ბლოგი, სტატიები 0 Comment

თუ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ, შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი ბუღალტერი ერთადერთი ადამიანია, ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს თქვენი ბიზნესის ფინანსური ანგარიშგებით.

მაგრამ თუ თქვენ ეძებთ ინვესტორებს თქვენი ბიზნესისთვის, ან გსურთ კრედიტის აღება, ნახავთ, რომ ოთხი ტიპის ფინანსური ანგარიშგება – ანგარიში ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მოგებისა და ზარალის ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება და კაპიტალის ანგარიშგება, შეიძლება გადამწყვეტი იყოს თქვენი დაფინანსების მიზნების განსახორციელებლად.

ფინანსური ანგარიშგების გაგება

როგორც მცირე ბიზნესის მფლობელები უნდა გესმოდეთ ფინანსური ანგარიშგება და ერკვეოდეთ რა სახის ინფორმაციას აწვდით ინვესტორს ან კრედიტორს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი ბიზნესის სახსრების უზრუნველყოფით. როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად, ფინანსური ანგარიშგებები პოტენციურ ინვესტორს ან კრედიტორს აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ დაფინანსების მოპოვებაში.

ანგარიში ფინანსური მდგომარეობის შესახებ

ანგარიში ფინანსური მდგომარეობის შესახებ, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც ყველა ბიზნესს სჭირდება. მასში მოცემულია ინფორმაცია ბიზნესის აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის შესახებ.

იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაინახონ ბიზნესის ფინანსური მდგომარეობა მოცემულ მომენტში. ხოლო ფინანსური ანგარიშგების ანალიტიკოსები იყენებენ მასში მოთავსებულ ინფორმაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტის გამოსათვლელად.

მოგებისა და ზარალის ანგარიშგება

მოგებისა და ზარალის ანგარიშგება ასევე მნიშნელოვანია თქვენი მცირე ბიზნესისათვის.

ის მომხმარებლებს უჩვენებს ბიზნესის ფინანსურ შედეგებს. იგი გვიჩვენებს ბიზნესის საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავალსა და ხარჯებს.

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშის მსგავსად, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია გამოიყენება ფინანსური ანგარიშგების ანალიზში, ფინანსური კოეფიციენტების გამოსათვლელად, რაც მომხმარებლებს აძლევს დამატებით წარმოდგენას ბიზნესის ფინანსური საქმიანობის შესახებ.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება

ფულადი ნაკადების ანაგარიშგება მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მართავს ბიზნესი ფულად ნაკადებს.

ამ ანგარიშგებაში ასახულია აწარმოებს თუ არა ბიზნესი საკმარის ფულად სახსრებს, როგორც მისი საკრედიტო რისკის, ისე საოპერაციო ხარჯების დასაკმაყოფილებლად.

ფულადი ნაკადების ანგარიშგების ტიპიური ფორმა შეიცავს ინფორმაციას ბიზნესის ფულადი სახსრების შესახებ, რომლებიც მიღებულია საოპერაციო, ინვესტიციური და ფინანსული საქმიანობებიდან.

კაპიტალის ანგარიშგება

მეოთხე ფინანსური ანგარიშგება გვიჩვენებს ბიზნესის გაუნაწილებელ მოგებას, რომელიც ინახება ბიზნესის ფარგლებში და არ ნაწილდება მფლობელებზე ან აქციონერებზე, როგორც კონკრეტული პერიოდის დასაწყისში, ასევე დასასრულს.

გაუნაწილებელი მოგება ხშირად გამოიყენება კომპანიაში ხელმეორედ ინვესტიციისთვის, ან ბიზნესის საკრედიტო რისკის დასაფარად.

იგი მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას ბიზნესის ფინანსურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რადგან ეს აჩვენებს შეძლებს თუ არა ბიზნესი შეასრულოს მიმდინარე ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები, მფლობელის მიერ მეტი კაპიტალის შეტანის გარეშე.

 

 

შეგახსენებთ, რომ AGIC გთავაზობთ ფინანსური და ბუღალტრული სერვისების სრულ სპეკტრს.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: ფინანსური ანგარიშგება და მისი მნიშვნელობა  |  ბუღალტრული აღრიცხვის 4 ფინანსური კოეფიციენტი

როგორი ბიზნეს გეგმა გჭირდებათ?Previous post
4 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, თუკი ბიზნესის მფლობელი ხდებითNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.