AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

5 უპირატესობა, რომელიც დოკუმენტების მართვის სისტემებს გააჩნია

de745ge
ივნ 24, 2020 ბლოგი, სტატიები 0 Comment

დოკუმენტები, იქნება ეს ელექტრონული თუ ქაღალდზე დაბეჭდილი ფორმით, ნებისმიერი საწარმოს მნიშვნელოვანი კომპონენტია.

დროთა განმავლობაში, ბიზნესის საქმიანობიდან გამომდინარე უამრავი დოკუმენტი გროვდება, შესაბამისად მათი მართვა შეიძლება რთული ამოცანა იყოს.

კომპანიაში დოკუმენტების მართვის სისტემა (DMS) აგროვებს და ინახავს როგორც ქაღალდებს, ასევე ელექტრონულ დოკუმენტებს. სტატიაში ჩამოთვლილია სწორედ ამ სისტემების დადებითი მხარეები.

შემცირებული საცავი

კომერციული ქონების ხარჯები იზრდება ისევე, როგორც ქაღალდის დოკუმენტების შენახვა. პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული დოკუმენტების მართვის სისტემებს (DMS), შეუძლია შეამციროს კარადების, ყუთების და საცავის საჭიროება.

თუ უზარმაზარ საცავ ადგილს იყენებთ მოცულობითი ბეჭდური დოკუმენტების შესანახად, კაბინეტებში ან მაღაზიაში, არსებობს ამის ალტერნატივა.

დოკუმენტების მართვის სისტემა იყენებს მონაცემთა ბაზას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეინახოთ დიდი რაოდენობით ციფრული ფაილები ინტერნეტის მეშვეობით.

თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების დაბეჭდვა მათ შესანახად, შეგიძლიათ მათი სკანირება და მართვის სისტემაში შენახვა.

გაძლიერებული უსაფრთხოება

დოკუმენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რათა დაიცვან საკუთარი პირადი მონაცემები. DMS საიმედოდ იცავს მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

მას შეუძლია უზრუნველყოს ან შეაფერხოს წვდომა ცალკეულ დოკუმენტებზე სხვადასხვა ჯგუფებისა თუ პირებისათვის. ასევე, DMS თვალყურს ადევნებს და ისტორიაში წერს, თუ ვინ დაათვალიერა დოკუმენტი, როდის მიეცა წვდომა და როგორ შეცვალა ეს დოკუმენტი მნახველმა.

მარტივად ძიების შესაძლებლობა

დოკუმენტების მოძიება შეიძლება შრომატევადი იყოს. მათი მართვის სისტემა კი დაგეხმარებათ ამ დავალების შესრულებაში. ერთი სიტყვის ან ფრაზის საძიებო სისტემაში ჩაწერით მარტივად იპოვით თქვენთვის საჭირო ამა თუ იმ ფაილს.

სისტემას ასევე შეუძლია დოკუმენტის პოვნა არა მხოლოდ სახელის, არამედ მისი შინაარსიდან გამომდინარეც. DMS ასევე იძლევა დოკუმენტებთან დისტანციურად წვდომის შესაძლებლობას. ინტერნეტის გარეშეც კი, თქვენ ნებისმიერი ადგილიდან გექნებათ წვდომა თქვენთვის საჭირო დოკუმენტებზე.

უკეთესი აღდგენის შესაძლებლობა

დოკუმენტების მართვის ნებისმიერი სისტემა უნდა მოიცავდეს, მონაცემთა წაშლის შემთხვევაში, მათი აღდგენის შესაძლებლობას.

ციფრული არქივი უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოებას და რაიმეს შემთხვევით თუ განზრახ წაშლისას, არ მოგიწევთ დაკარგულზე ფიქრი, რადგან მისი აღდგენა შესაძლებელია.

შესაძლებლობების გამარტივება

დოკუმენტების მართვის სისტემის გამოყენება საშუალებას გაძლევთ თავისუფალი დრო დაუთმოთ უფრო მეტად მნიშვნელოვან საკითხებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეში უამრავ ელ.ფოსტას ადევნებთ თვალყურს, რომლებიც დამატებით დოკუმენტებს მოიცავს.

არსებობს მართვის რამდენიმე სისტემა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გახსნათ დოკუმენტები ელ.ფოსტის მეშვეობით, ჩამოტვირთვის გარეშე და შეიტანოთ მასში ცვლილებები, სისტემა ავტომატურად შეინახავს არქივში და ნებისმიერ დროს შეგეძლბათ მისი გახსნა.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კომპიუტერული პროგრამების მნიშვნელობა ბიზნესში  |  როგორ ჩავატაროთ ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი

რა სარგებელი მოაქვს ხელოვნურ ინტელექტს?Previous post
რატომ გჭირდებათ მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემაNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.