აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა.
იგი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.
გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაწევრიანებულია 9 500-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და 3 000-მდე არასამეწარმეო პირი, მსოფლიოს 164 ქვეყნიდან. წევრ კომპანიებს შორის არიან: Microsoft Corporation, McKinsey & Company, PwC, KPMG International, Deloitte, BDO და სხვა.
გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:
1) პასუხისმგებლობით აწარმოოს თავისი საქმიანობა, რაც გულისხმობს, შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირებას მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში.
გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მიზანია, ბიზნესის ყურადღების მიპყრობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
2) ხელი შეუწყოს ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას, როგორიც არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.
გლობალური შეთანხმების წევრ კომპანიებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ შემდეგი უპირატესობებით:
-
- წვდომა თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორის თუ ზომის პარტნიორებთან, საუკეთესო გამოცდილების და პრობლემების გადაწყვეტის ახალი საშუალებების გაზიარების მიზნით;
- 15 წლის წარმატებაზე აგებული საუკეთესო გამოცდილების სახელმძღვანელო;
- საშუალებები, რესურსები და ტრენინგები;
- ლოკალური ქსელის მხარდაჭერა 70-ზე მეტ ქვეყანაში;
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტი, ცოდნა და გამოცდილება