ინვოისების მართვის სისტემა InvoiceOcean გთავაზობთ ინვოისების შექმნის მარტივ და მოსახერხებელ გზას.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC • ეი ჯი აი სი კლიენტებს სთავაზობს სრულ საბუღალტრო მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა InvoiceOcean-ის ინვოისების მართვის სისტემაზე.
InvoiceOcean-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ინვოისები. მოსახერხებელი ინტერფეისის საშუალებით, შეგიძლიათ დაახარისხოთ და მართოთ თქვენი ინვოისები. მონაცემები უსაფრთხოდ ინახება Cloud-ზე და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
ინვოისების მართვის სისტემას არაერთი უპირატესობა აქვს:
- ინვოისების მარტივად შექმნით დაზოგავთ დროს
- თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს
- დაზოგილი დროის შედეგად, ერთი ინვოისის შექმნის თვითღირებულება მცირდება
- თქვენს თანამშრომლებს მიეცემათ საშუალება მეტი დრო დაუთმონ უფრო მნიშვნელოვან სამუშაოს
- სისტემა ამცირებს შეცდომის სიხშირეს
სისტემის მეშვეობით შეგიძლიათ ინვოისები შექმნათ სხვადასხვა ენაზე. InvoiceOcean ასევე გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ნებისმიერი ვალუტა. ინვოისების მართვის სისტემა დაკავშირებულია გადახდის ისეთ ონლაინ სისტემებთან, როგორებიცაა: PayPal და PayU. ასევე, სისტემა გაძლევთ საშუალებას შექმნათ სხვადასხვა ტიპის ანგარიშები, რომლებსაც განსხვავებული ფუნქციები აქვთ. ანგარიშების განყოფილება მოიცავს სხვადასხვა ცხრილებს, შედარებებსა და დასკვნებს, და ასევე ავტომატურად ასახავს წინა დღის/თვის/წლის მიმდინარე მონაცემებს. დამატებით, პროგრამა საშუალებას გაძლევთ დაახარისხოთ ფინანსური დოკუმენტაცია. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს როგორც გაგზავნილი, გადახდილი და გამორჩენილი ინვოისების აღნიშვნის შესაძლებლობა.
AGIC-ს სრული საბუღალტრო მომსახურება სხვა სერვისებთან ერთად InvoiceOcean-ის დანერგვასაც მოიცავს. სრული ინფორმაციის მისაღებად, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით.
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო