International Accounting Bulletin-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საერთაშორისო ასოციაციების შემოსავალი 2020 წელს გაიზარდა. კვლევაში მიმოხილულ საერთაშორისო ასოციაციებსა და ქსელებს შორის, PrimeGlobal-ის წევრი კომპანიების შემოსავალი ყველაზე მნიშვნელოვნად – 10%-ით გაიზარდა.
PrimeGlobal-ის ზრდის მაჩვენებელი რეკორდულია საერთაშორისო ასოციაციებსა და ფირმებს შორის.
PrimeGlobal-მა 2020 წელს ასევე გაზარდა კომპანიების დასაქმებულთა რაოდენობა 7%-ით. გაიზარდა PrimeGlobal-ის ქსელში გაერთიანებული ქვეყნების რაოდენობა 85-დან 90-მდე. PrimeGlobal-ის წარმომადგენლობითი ოფისების რაოდენობა კი 852 ლოკაციას მოიცავს.
პანდემიის პერიოდში მსგავსი წარმატება ასოციაცია PrimeGlobal-ისათვის პირველი არ არის. 2020 წლის დასასრულს PrimeGlobal წლის ასოციაცია გახდა IAB Awards-ზე. ასოციაცია გამარჯვებული გახდა ორ კატეგორიაში: წლის ასოციაცია და წლის მდგრადი ორგანიზაცია.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC 2019 წელს გახდა PrimeGlobal-ის წევრი. AGIC ასოციაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოს ბაზარზე.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.