აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC საქართველოში მოქმედი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგშია!
უმსხვილესი უდიტორული კომპანიების რეიტინგი გამოქვეყნდა Forbes Georgia-ს მიერ. უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების სიაში არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კომპანიები. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული ფირმის ჯამური შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა. ჯამურმა შემოსავალმა 50.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამური ზრდის მიუხედავად, არაერთ კომპანიაში შემოსავლების შემცირება დაფიქსირდა.
კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC-ის შემოსავალი, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს გაიზარდა. აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 22,78%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.
კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC საქართველოში UNDP, UNICEF და UNFPA-ს ექსკლუზიური აუდიტორი და კონსულტანტია. კომპანია ასევე არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID–ის სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანია. კომპანია AGIC-ის აუდიტორული გუნდი 20 პროფესიონალს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვთ. აუდიტორული და მარწმუნებელი მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
AGIC-ის შესახებ
კომპანია AGIC 2007 წელს დაფუძნდა და უზრუნველყოფს აუდიტორულ, საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისებს. AGIC-ის გუნდს აქვს მსოფლიოს 9 ქვეყანაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. 2019 წლიდან კომპანია არის საერთაშორისო ასოციაცია PrimeGlobal-ის წევრი. საერთაშორისო ასოციაციის წევრობის შედეგად, კომპანიას შეუძლია პროექტების განხორციელება მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის გუნდი შედგება 40-ზე მეტი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლისაგან, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან განვითარებასა და კლიენტების წარმატებაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. 0186, თბილისი, საქართველო