AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული

რისთვის გჭირდებათ კონკურენტების ანალიზი?

AGIC
ივნ 16, 2021 ბლოგი, სტატიები 0 Comment

კონკურენტების ანალიზი კორპორატიული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, კომპანიების უმეტესობა კონკურენტების კვლევის ჩატარებას ვერ ახერხებს სისტემატურად. ამ სტატიაში გაგაცნობთ რისთვის გჭირდებათ კონკურენტების ანალიზი და როგორ შეგიძლიათ მისი ჩატარება.

რა არის კონკურენტების ანალიზი?

კონკურენტების ანალიზი გულისხმობს კონკურენტების იდენტიფიცირებასა და მათი ოპერირების შეფასებას. უფრო კონკრეტულად, კონკურენტული ანალიზის შედეგად გაიგებთ ვინ არიან თქვენი კონკურენტები. ასევე, გააანალიზებთ კონკურენტების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ანალიზის შედეგად გამოავლენთ ბაზრის ყველაზე დიდ მოთამაშეებსა და პოტენციურ კონკურენტებს.

რისთვის გჭირდებათ კონკურენტების ანალიზი?

კონკურენტების ანალიზის შედეგად გაიგებთ ინფორმაციას არსებულ კონკურენტებზე. პირველ რიგში, გაარკვევთ იმას თუ ვინ არიან არსებული და პოტენციური კონკურენტები. ანალიზი მოგცემთ ინფორმაციას იმაზე თუ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები სწორად ან არასწორად. კონკურენტების ანალიზის შედეგად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უფრო წარმატებული მარკეტინგული სტრატეგია. კონკურენტების მდგომარეობის შეფასება დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის უკეთესად შეფასებაში. კონკურენტების ძლიერი მხარეების იდენტიფიცირების შედეგად გაიგებთ რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად. კონკურენტების უარყოფითი მხარეები გაჩვენებთ იმას თუ რა დამატებითი ღირებულება შეგიძლიათ შესთავაზოთ პოტენციურ კლიენტებს.

კონკურენტების ანალიზი კომპანიას ეხმარება დაადგინოს რა არის მისი უნიკალური ღირებულება. როგორ პოზიციონირდეს ბაზარზე და რა დამატებითი ღირებულება შესთავაზოს კლიენტებს. კონკურენტების ანალიზი ასევე გაჩვენებთ განვითარების პოტენციურ შესაძლებლობებს.

სწორად გაკეთებული ანალიზის შედეგად, კომპანია იღებს მონაცემებს, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება. კონკურენტული ანალიზის გაკეთების ბენეფიტები მოიცავს:

      • კლიენტებისათვის უნიკალური ღირებულებების შეთავაზება
      • სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა
      • ბაზარზე ახალი საჭიროებების გამოვლენა
      • ახალი სერვისების შექმნა ბაზრის საჭიროებების შესაბამისად
      • ახალი მიზნობრივი სეგმენტების აღმოჩენა
როგორ ჩავატაროთ კონკურენტების კვლევა?

კონკურენტების კვლევა ტარდება კომპანიის მარკეტინგული გუნდის, ან საკონსულტაციო კომპანიის მიერ. კონკურენტების კვლევის წარმატებით ჩასატარებლად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო:

      • ვინ არიან თქვენი კონკურენტები? – კვლევის ჩასატარებლად აირჩიეთ სწორი კონკურენტები
      • დაადგინეთ კონკურენტი კომპანიების რომელი ასპექტების კვლევა და ანალიზი იქნება ღირებული
      • დაადგინეთ ინფორმაციის სწორი წყაროები
      • გაიგეთ კონკურენტების ანალიზი როგორ გამოიყენოთ თქვენი ბიზნესის გადაუმჯობესებლად

კონკურენტების კვლევა მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობაა. კვლევა მოითხოვს დიდ რესურსს, ამიტომ კომპანიების უმეტესობა მას საჭიროების შესაბამისად ვერ ატარებს. მიუხედავად იმისა რომ კონკურენტული ანალიზი არ არის მარტივი პროცედურა, მის შედეგად მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას. ამიტომ უმჯობესია გამოყოთ დრო და რესურსი კვლევის ჩასატარებლად.

როგორია კონკურენტების კვლევის პროცესი?

კონკურენტების კვლევის პროცესი შემდეგ ძირითად ეტაპებად იყოფა:

  1.  კონკურენტების იდენტიფიცირება
  2.  კონკურენტი პროდუქტების/სერვისების იდენტიფიცირება
  3.  კონკურენტების პოზიციონირების განსაზღვრა და შეფასება
  4.  კონკურენტი კომპანიების გაყიდვების ტაქტიკების კვლევა და ანალიზი
  5.  კონკურენტების საფასო პოლიტიკის კვლევა და შეფასება
  6.  კონკურენტი კომპანიების SWOT ანალიზი

კვლევის დასრულების შემდეგ, საკონსულტაციო ან მარკეტინგის გუნდი სიღრმისეულად აანალიზებს მიღებული ინფორმაციის გავლენას კომპანიის სტრატეგიაზე. კვლევის საფუძველზე იქმნება ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

 

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რამდენად ეფექტურია კვლევები თქვენი ბიზნესისათვის  |  კონკურენტული სტრატეგია


 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელ–ფოსტა: info@agic.ge

მისამართი: პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10.  0186, თბილისი, საქართველო

 

AGIC საქართველოში მოქმედი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგშია!Previous post
შეჩერებული მშენებლობების ზარალის შეფასებაNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.