როდესაც ვსაუბრობთ მცირე ბიზნესსა და მის წარმატებაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ საკითხში, იმ აქტივობების ცოდნაა, რომელიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში. თუ ახორციელებთ კომპანიისთვის რაიმე სახის შესყიდვას, დარწმუნდით რომ მაქსიმალურად მცირე თანხას იყენებთ.
ეს სტატია მოგცემთ რამოდენიმე მარტივ რჩევას, თუ როგორ უნდა დაზოგოთ ფული და შეძლოთ სხვა საქმიანობაშიც ინვესტიციის ჩადება.
წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რომელი პროდუქტის ან სერვისის შესყიდვა შეიძლება დასჭირდეს თქვენს ბიზნესს და გამოყავით შესაბამისი თანხა.
მზარდი ბიზნესის დროს გაცვლა არის შესანიშნავი საშუალება ფულის დასაზოგად. როდესაც გჭირდებათ რაიმე მომსახურება, ყოველთვის შესთავაზეთ ბარტერული გაცვლა.
მაგალითად, თუ შენ ხარ მექანიკოსი და გჭირდება სანტექნიკოსი ოფისში, შეგიძლია შესთავაზო ავტო ან ელექტრო მომსახურება, მათი სერვისის სანაცვლოდ. შესაძლოა შეთავაზება ყოველთვის არ იყოს წარმატებული, თუმცა ცდად ღირს.
როდესაც გჭირდებათ ოფისში ახალი ნივთები, გადახედეთ თქვენს ფინანსებს და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელეთ შესყიდვები. გაეცანით ადგილობრივ გაზეთს ან პარტნიორის ფეისბუქ გვერდს, ხომ არ ყიდიან რაიმე ბიზნეს აღჭურვილობას, რაც თქვენ გჭირდებათ კომპანიისთვის?
ხშირ შემთხვევაში, მეორადი ნივთები შეიძლება ისეთივე ვარგისი იყოს, როგორიც ახალი.
ასევე თანამშრომლების ხარჯებისა და ზოგადად ოფისის სივრცის დაზოგვა შეიძლება იყოს უდიდესი შვება მცირე ბიზნესისთვის.
მაგალითად Deborah Sweeney, CEO of My Corporation Business Services, Inc. მფლობელი იყენებს ამ მეთოდს, საჭიროებიდან გამომდინარე ქირაობს კადრს.
შესაბამისად, მიიჩნევს, რომ კომპანიის მთავარი ღირებულება პროფესიონალებთან თანამშრომლობაა.
დარწმუნდით, რომ საქმეს იწყებთ ჭკვიანურად.
გახსოვდეთ, რომ ფული არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.
უკეთესი იქნება , თუ თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯს, რის შედეგადაც მარტივად შეძლებთ მოგების მიღებასა და ბიზნესის ზრდას.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 5 ფინანსური რჩევა მეწარმეებისთვის | მეწარმეობისკენ სწრაფვა