კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.
მოცემული ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებები ეკუთვნის მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიებს.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს, კვლევაში განხილული იქნება ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებები, რომელთა რაოდენობაც ჯამურად შეადგენს 14-ს.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ავტორიზებული ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებების მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი მათ სასწავლო პროგრამებზე, აღსაზრდელთა რაოდენობაზე და ფინანსურ მაჩვენებლებზე, მონაცემები აღებულია საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან.
კვლევა მიმოიხილავს ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებებს მათში ასევე გაერთიანებულია სკოლები რომელთაც ასევე გააჩნიათ ბაღები. მათი ჯამური ბრუნვა აღემატება 33 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 56 მილიონ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე აღწევს 4,5 მილიონ ლარს.
კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.
სრული კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს: