AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული

ბიზნეს გეგმების შედგენა – პრაქტიკული გზამკვლევი

AGIC
აგვ 26, 2025 ბლოგი, სტატიები 0 Comment

ბიზნეს გეგმების შედგენა – პრაქტიკული გზამკვლევი მცირე ბიზნესებისთვის, სტარტაპებისა და დაფინანსების მაძიებელი კომპანიებისთვის

შესავალი

ბიზნეს გეგმა არ არის მხოლოდ ფორმალობა, ეს არის კომპანიის განვითარების საფუძველი. სწორად შედგენილი გეგმა ეხმარება მეწარმეს ან მენეჯერს მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მიზნები, შეაფასოს არსებული რესურსები და დაგეგმოს მომავალი ნაბიჯები. გარდა ამისა, კარგად ჩამოყალიბებული გეგმა ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ინვესტორების, ბანკებისა და სახელმწიფო პროგრამების მხრიდან დაფინანსების მოპოვებისას.
ამ სტატიაში ეტაპობრივად განვიხილავთ:
-რატომ სჭირდება ბიზნესს სტრატეგიული გეგმა;
-როგორ უნდა შევადგინოთ ის ეფექტურად და რეალისტურად;
-რას უნდა მოიცავდეს კარგი ბიზნეს გეგმა ქართულ კონტექსტში
-ყველაზე გავრცელებულ შეცდომები, რომლებიც დაგეგმვისას უნდა ავირიდოთ.

სტატია გამოადგებათ როგორც სტარტაპების დამფუძნებლებს, ისე მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯერებს, რომლებსაც სჭირდებათ მკაფიო სტრატეგია ზრდისთვის ან დაფინანსების მოსაზიდად.

რატომ სჭირდება ბიზნესს სტრატეგიული გეგმა?

სტრატეგიული ბიზნეს გეგმა წარმოადგენს კომპანიის განვითარების რუკას. ის აყალიბებს არა მხოლოდ იმას, „რა გვინდა“, არამედ იმასაც, „როგორ მივაღწიოთ ამას“. მიუხედავად იმისა, ახლად შექმნილი სტარტაპია თუ მოქმედი კომპანია, გეგმა აძლიერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ქმნის მდგრადობის საფუძველს.

მიზნების გამოკვეთა და პრიორიტეტების დალაგება
კარგად შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ ცხადად განსაზღვროთ რა არის თქვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ასევე გაარკვიოთ, რომელ ამოცანებს სჭირდება უპირატესობა შეზღუდული რესურსების პირობებში.

დაფინანსების მოპოვება
ინვესტორები, ბანკები და სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა “აწარმოე საქართველოში”, დაფინანსების გაცემისას პირველ რიგში ითხოვენ დეტალურ ბიზნეს გეგმას. ის უნდა აჩვენებდეს რეალისტურ პროგნოზებს, ბაზრის ანალიზს და შემოსავლების/ხარჯების გათვლებს.

რესურსების მართვა
გეგმაში გათვალისწინებულია ადამიანური, ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსების ეფექტური გადანაწილება, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯებსა და დროის კარგვას.

ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
სტრატეგიული დაგეგმვა ითხოვს ბაზრის დეტალურ გაანალიზებას, ვისთვის ქმნით პროდუქტს, ვინ არიან კონკურენტები, რა არის თქვენი სიძლიერე. სწორედ ამან შეიძლება განსაზღვროს წარმატების შანსები.

პროგრესის გაზომვა
გეგმა გაძლევთ კონკრეტულ გზის მანიშნებლებს (KPIs), რომელთა მიხედვითაც მარტივად შეაფასებთ პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში, დაარეგულირებთ სტრატეგიას.

როგორ უნდა შევადგინოთ ბიზნეს გეგმა ეფექტურად და რეალისტურად
ეფექტური და რეალისტური ბიზნეს გეგმის შედგენა მოითხოვს საფუძვლიან ანალიზს, მკაფიო ხედვას და კონკრეტულ ნაბიჯებზე ორიენტირებას. ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი ეტაპები, რომლებიც დაგეხმარებათ შედგეთ პროფესიონალური და პრაქტიკული გეგმა, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს:

გაწერეთ კომპანიის ზოგადი მიმოხილვა
დაიწყეთ კომპანიის მისიის, ხედვისა და მთავარი საქმიანობის აღწერით. მიუთითეთ კომპანიის იურიდიული ფორმა, მფლობელები, სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები. ეს ნაწილი მკითხველს აძლევს საერთო წარმოდგენას, ვინ ხართ და რას ემსახურება თქვენი საქმიანობა.

განსაზღვრეთ მიზნები და სტრატეგია
მიზნებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი და დროის მხრივ გაწერილი (SMART) ფორმა. სტრატეგია კი უნდა ასახავდეს, როგორ აპირებთ ამ მიზნების მიღწევას.

ჩაატარეთ ბაზრის ანალიზი
გამოიკვლიეთ თქვენი სამიზნე სეგმენტი, კონკურენტები და ინდუსტრიული ტენდენციები. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ მოთხოვნა, ფასები და თქვენი პოზიციონირების სტრატეგია ბაზარზე.

შეადგინეთ მარკეტინგული გეგმა
მოკლედ აღწერეთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის ფასი, დისტრიბუციის არხები, რეკლამირების ფორმები და გაყიდვების სტრატეგია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ფოკუსირება მომხმარებელზე და იმ გზებზე, როგორ მიაწვდით მას ფასეულობას.

შეაფასეთ საჭირო რესურსები და გუნდი
განმარტეთ, რა ადამიანური და მატერიალური რესურსები, რაც დაგჭირდებათ სტრატეგიის შესასრულებლად. აღწერეთ გუნდის წევრები, მათი როლები და შესაბამისი კომპეტენციები.

მოამზადეთ ფინანსური პროგნოზი
შეადგინეთ პროგნოზი შემოსავლის, ხარჯების, მოგება/ზარალის, ფულადი ნაკადების და საინვესტიციო საჭიროებების შესახებ მომდევნო 1–3 წლისთვის. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაფინანსების მოსაპოვებლად.

დაასაბუთეთ რისკები და სცენარების ანალიზი
მიუთითეთ ძირითადი რისკები, რაც შეიძლება პროექტს შეეხოს, და როგორ აპირებთ მათ პრევენციას ან მინიმალიზაციას. აუცილებელია, გეგმა იყოს მოქნილი და რეალისტური სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით.

რას უნდა მოიცავდეს კარგი ბიზნეს გეგმა ქართულ კონტექსტში?
საქართველოში ბიზნესის დაწყება და გაფართოება გარკვეულ სპეციფიკას მოიცავს, იქნება ეს რეგულაციები, საგადასახადო პირობები თუ დაფინანსების პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“. ამიტომაც, ეფექტური ბიზნეს გეგმა უნდა მოერგოს ლოკალურ რეალობას და მოიცავდეს შემდეგს:
რელევანტური ბაზრის ანალიზი
უნდა ასახავდეს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, კონკურენტულ გარემოს და სამიზნე სეგმენტის ქცევას.
მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი დედაქალაქის გარეთ მოქმედებს.

პროდუქტის ან მომსახურების უნიკალურობა
გეგმა უნდა აღწერდეს, რა განასხვავებს თქვენს შეთავაზებას ქართულ ბაზარზე არსებულ ალტერნატივებისგან.
ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ღირებულების შეთავაზება ზრდის წარმატების შანსს.

ფინანსური გათვლები ლარის კურსის და ლოკალური ხარჯების მიხედვით
ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა მოიცავდეს საქართველოში მოქმედი გადასახადების, მინიმალური ხელფასების და სხვა სპეციფიური ხარჯების გათვალისწინებას.
სასურველია სცენარების ანალიზიც ოპტიმისტური, პესიმისტური და რეალისტური ვერსიებისთვის.

დაფინანსების საჭიროება და სტრატეგია
თუ მიზნად გაქვთ სახელმწიფო ან ინვესტორული დაფინანსების მოზიდვა, აუცილებელია დაფინანსების მოცულობის, მიზნობრიობის და მოსალოდნელი შედეგების დეტალური აღწერა.
მითითებული უნდა იყოს, როგორ აისახება თითოეული დაფინანსებული ეტაპი ბიზნესის ზრდაზე.

სამართლებრივი და რეგულატორული გარემოს გააზრება
ბიზნეს გეგმა საქართველოში აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს რეგისტრაციის წესებს, ლიცენზიებს, საგადასახადო სტატუსს და შრომით კანონმდებლობას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის, რომლებსაც ხშირად არ აქვთ სამართლებრივი გამოცდილება.

მარკეტინგული გეგმა ქართულ მედია-რეალობაზე მორგებით
უნდა გაწეროს, როგორ განავითარებს ბრენდი ცნობადობას საქართველოში, იქნება ეს სოციალური მედია, ოფლაინ რეკლამა თუ პარტნიორული მექანიზმები.
აუცილებელია, ენობრივი და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინება კომუნიკაციაში.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებიც დაგეგმვისას უნდა ავირიდოთ
ბიზნეს გეგმის შედგენისას ბევრი დამწყები მეწარმე ან მცირე კომპანია უშვებს ერთსა და იმავე კრიტიკულ შეცდომებს, რაც პროექტის წარმატებაზე სერიოზულად აისახება. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული ხარვეზები, რომლებიც ქართულ რეალობაში ხშირად გვხვდება და აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ:

ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზები
ბიზნეს გეგმების საერთო შეცდომაა გადაჭარბებული შემოსავლების მოლოდინი და ხარჯების შემცირება. ქართული ბაზრის რეალობაში მნიშვნელოვანია რეალისტურად შეფასდეს მომხმარებელთა რაოდენობა, ფასი და ზრდის ტემპი.

კონკურენტული გარემოს იგნორირება
ხშირად მეწარმეები ფიქრობენ, რომ მათი იდეა უნიკალურია და კონკურენტი არ ჰყავთ. სინამდვილეში კი ყველა ბიზნესი კონკურენციაშია, თუნდაც არაპირდაპირში, ფასით ან ხარისხით.

ფინანსური გეგმის არარსებობა
ბიზნეს გეგმების დიდ ნაწილში არ ჩანს ოპერაციული ხარჯები, მოგების წერტილი (break-even point), ფულადი ნაკადების ანალიზი. ეს აფერხებს როგორც ბიზნესის მართვას, ასევე ინვესტორებთან მოლაპარაკებას.

საბაზრო სეგმენტის ზედაპირული ანალიზი
გეგმის შემდგენლები ხშირად ზოგადად წერენ, რომ მათი აუდიტორიაა „ყველა, ვისაც სჭირდება X“. რეალურად, საჭიროა კონკრეტულად განსაზღვრული, გაზომვადი და მისაწვდომი სეგმენტები.

გაურკვეველი მიზნები და ინდიკატორები
მიზნები ხშირად არის ძალიან ზოგადი, მაგალითად, „გავზარდოთ გაყიდვები“ ან „დავამკვიდროთ ბრენდი“. ეს მიზნები არ იძლევა ეფექტურ შეფასების საშუალებას.

მექანიკურად გადმოწერილი შაბლონები
ხშირად გვხვდება საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული გეგმები, რომლებიც არ ითვალისწინებს ქართულ რეგულაციებს, საგადასახადო პირობებსა და ადგილობრივ რეალობას.

დასკვნა

დასასრულს, კარგი ბიზნეს გეგმა არ არის მხოლოდ საბუთი დაფინანსების მისაღებად, ეს არის კომპანიის წარმატების სტრატეგიული საფუძველი. სწორად გაწერილი გეგმა დაეხმარება მეწარმეს ან მენეჯერს არა მხოლოდ მიზნების დასახვას, არამედ ბაზრის სწორად გაანალიზებას, რესურსების ოპტიმალურ განაწილებასა და რისკების გათვალისწინებას. თუ გეგმას მოარგებთ ქართულ რეალობას და ადგილობრივ პირობებს, ის გახდება თქვენი ბიზნესის ზრდის რეალური იარაღი, არა თეორიული, არამედ პრაქტიკული.

თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნეს გეგმა იყოს პროფესიონალურად შედგენილი და დაფინანსების მისაღებად მაქსიმალურად ეფექტური:
დაგვიკავშირდით: (995 322) 500 130
✉️ info@agic.ge | agic.ge

დასასვენებელი და გასართობი პარკების ინდუსტრიის კვლევაPrevious post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.