AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

ბიზნეს გეგმის მნიშვნელობა და სახელმძღვანელოები

Gigi
ივნ 13, 2019 ბლოგი 0 Comment

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიზნეს გეგმის შედგენას და რომელი ფორმის გამოყენებაა რეკომენდირებული. ბიზნეს გეგმაში აუცილებელია თქვენს თავს დაუსვათ კითხვები: როდის დაიწყება ბიზნეს აქტივობა, სად/რატომ/როგორ?! როგორია- თქვენი ინტერესი ბაზარზე, ახლა რომელ ეტაპზე ხართ და ა.შ.

ინვესტორმა უნდა წარმოიდგინოს თქვენი ბიზნესის ჩამოყალიბება და განვითარება. იგი არის ღერძი, რომელზეც უნდა დააშენოთ თქვენი მომავალი. თუ ამ კუთხით შევხედავთ, უფრო კარგად გამოგვივა ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება. ბიზნეს გეგმა ხომ „თქვენი ბიზნესის წარმოშობის ისტორიაა“.

ზოგადი ფორმა

ბიზნეს გეგმაში, ახსნილია თქვენი კომპანიის მიღმა არსებული ზოგადი იდეა. სადაც მკითხველისთვის (სავარაუდოდ ინვესტორისთვის) ნათელი გახდება თქვენი ჩანაფიქრი, ის თუ რა მისია აქვს თქვენს ბიზნესს და რატომ გზავნით ამ ბიზნეს გეგმას. გაითვალისწინეთ რომ ბიზნეს გეგმა კარგად უნდა იყოს დაწერილი, ყველა სექცია კარგად უნდა იყოს აგებული შინაარსობრივად, გრამატიკულად და ა.შ. ბიზნეს გეგმის პუნქტებია:

  • რეზიუმე
  • ბიზნესის აღწერა
  • მისიის განსაზღვრა
  • საკუთრების სტატუსი
  • პროდუქტები და მომსახურება
  • მარკეტინგული გეგმა
  • მენეჯმენტი
  • ფინანსური გეგმა
  • დასკვნა
  • კონფიდენციალურობის განცხადება
  • დანართი

ასევე, მნიშვნელოვანია მიიპყროთ მკითხველის ყურადღება და შეეცადეთ გასცეთ პასუხი შემდეგ შეკითხვებს:

რას აკეთებთ?

რა პროდუქტსა თუ მომსახურებას სთავაზობთ?

რომელ სექტორში იწყებთ მოქმედებას?

ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

რა მდგომარეობაა ბაზარზე?

რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ვინ იქნება „ბოსი“ ?

რატომ გადაწყვიტეთ კომპანიის ჩამოყალიბება?

ინვესტიცია გჭირდებათ თუ არა?

რამხელა ბიუჯეტი გჭირდებათ?

რა თანხაა უკვე გამოყენებული?

როგორ გახდება თქვენი ბიზნესი მომგებიანი?

მკითხველი (ინვესტორი) უნდა დააინტერესოთ თქვენი ბიზნესით და დააფიქროთ მის სამომავლო პერსპექტივებზე. ეს ყველაფერი კი მაშინ გამოგივათ, როდესაც თქვენვე წარმოიდგენთ და გაწერთ ყველა დეტალსა და მოქმედებას.

მიზნის მიღწევაში კი, შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნეს გეგმის შევსების ფორმები/სახელმძღვანელოები დაგეხმაროთ.

ბიზნეს გეგმის შედგენის ვარიაციები

„Panda Doc’s“ – ერთ-ერთი დეტალური და გამორჩეული ნიმუშია. ის აღწერს, თუ რას უნდა შეიცავდეს ბიზნეს გეგმა. აღარ მოგიწევთ ყველაფრის ნულიდან დაწყება, რადგან თქვენ გექნებათ მონახაზი, ფორმა, საიდანაც შეგიძლიათ დაალაგოთ თქვენი იდეები. კარგად უნდა გესმოდეთ  თქვენი ბიზნეს დეტალები და ყველა მისი მამოძრავებელი წერტილი, რომლებიც გააჩნია კონკრეტულად თქვენს ბიზნესს.

„BPlan“ – ფინანსებზე ორიენტირებული ნიმუშია. მისი მეშვეობით თქვენი კომპანია მართლაც კარგად გათვლის ფინანსურ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია კომპანიის გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის.

„ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვა“ – „როგორ დავწეროთ მომგებიანი ბიზნეს გეგმა“. ყველა ბიზნეს გეგმის ნიმუში გვასწავლის, თუ რა პუნქტებს უნდა შეიცავდეს თქვენი ბიზნეს გეგმა. ხოლო ჰარვარდის – თუ როგორ იწერება სრულყოფილი ბიზნეს გეგმა, რომელიც ხაზს უსვამს პროდუქტსა და მომსახურებას, ბაზრის მოთხოვნასა და ფინანსურ სარგებელს. ასევე განიხილავს ინვესტორებსაც, შეუძლიათ თუ არა, მიიღონ ფული თქვენი საწარმოსგან.

„HubSpot“ – სრული გზამკვლევია ბიზნესის დაწყებისთვის იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ მეწარმე და იყენებთ HubSpot- სახელმძღვანელოს. მას შეუძლია გასწავლოთ, თუ როგორ უნდა დააფინანსოთ თქვენი ბიზნესი. ასევე იგი ინფორმაციას გვაძლევს, თუ როგორ უზრუნველყოთ მარკეტინგი, გაყიდვები და მომსახურება.

“HubSpot’s & General Assembly’s “- ეს სახელმძღვანელო კი საკუთარი ბიზნესის დაწყებისაკენ გაგიძღვებათ. მისი მეშვეობით გაიგებთ, თუ რას უნდა შეიცავდეს გეგმის თითოეული მონაკვეთი. ძლიერი ბიზნეს გეგმის შედგენა, „ძლიერი თამაშის სტრატეგია“ დაეხმარება თქვენს ბიზნესს სტრუქტურის მარტივად აწყობაში.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები:  როგორი ბიზნეს გეგმა გჭირდებათ?  |  6 ნიმუში, რომელიც ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ

რომელი ორგანიზაციული სტრუქტურა შეეფერება თქვენს ბიზნესს?Next post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.