ბიზნეს კონსულტანტს აკისრია მოვალეობა დაეხმაროს ორგანიზაციებს მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში. იგი სიღრმისეულად შეისწავლის ბიზნესს და ცდილობს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კომპანიებს დაეხმარება მიზნების განხორციელებაში.
ბიზნეს კონსულტანტის საქმიანობა მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს:
- კონკრეტული ბაზრის გამოკვლევა
- პრობლემების იდენტიფიცირება
- საჭიროების შემთხვევაში არსებული პერსონალის შევსება
- ცვლილების ხელშეწყობაინიცირება
- ობიექტურობის უზრუნველყოფა
- თანამშრომლების სწავლება და მომზადება
- კადრების სწორად შერჩევა
- ორგანიზაციის აღორძინება
- ახალი ბიზნესის შექმნა
- სხვა ადამიანებზე ზეგავლენა
ნებისმიერი ბიზნეს კონსულტანტისთვის პირველი ნაბიჯი მომხმარებლის ბიზნესის შესწავლაა. ეს შეიძლება მოიცავდეს ობიექტის დათვალიერებას, დირექტორთა საბჭოსთან და თანამშრომლებთან შეხვედრას, ფინანსების ანალიზსა და ყველა საჭირო მატერიალის გაცნობა.
ამისათვის მას დიდი დრო სჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიოს ბიზნესის შესახებ, როგორც მმართველი პირისგან, ასევე თანამშრომლებისგან.
ამ პროცესის განმავლობაში, ბიზნეს კონსულტანტს აქვს შესაძლებლობა აღმოაჩინოს კომპანიის სტრუქტურის დეტალები და განხორციელებული ოპერაციები.
მას შემდეგ რაც ბიზნეს კონსულტანტები შეისწავლიან კომპანიას სიღრმისეულად, ისინი გადადიან შეფასების ეტაპზე, რომლის მიზანია იმის დადგენა, თუ სად არის საჭირო ცვლილებები.
ეს ეტაპი მოიცავს კომპანიის სიძლიერისა და სისუსტეების იდენტიფიცირებას, ასევე მიმდინარე და წინასწარ განსაზღვრული პრობლემების დადგენას.
ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს საკითხებს, რომლებიც მენეჯმენტმა უკვე გამოავლინა და აგრეთვე ახალ პრობლემებს, რომლებიც ბიზნეს კონსულტანტმა ობიექტურობის შედეგად აღმოაჩინა.
ამ პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების გარდა, ბიზნეს კონსულტანტმა უნდა შეიმუშაოს პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე დაადგინოს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები, რის შედეგადაც უნდა გაზარდოს მოგება და ეფექტურობა.
შესაძლოა კომპანიას ყავს ძლიერი გაყიდვების, თუმცა სუსტი მარკეტინგის გუნდი. ეს საშუალებას აძლევს მას გააძლიეროს მარკეტინგი და მიიღოს მოგება გაყიდვებიდან.
ამ ეტაპის განმავლობაში, კონსულტანტისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაციების შენარჩუნება.
კონსტრუქტიული კრიტიკა
ამ ეტაპზე ბიზნესის მფლობელისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს კონსულტანტის რჩევების გათვალისწინება. კომპანიის მმართველმა პირადად არ უნდა მიიღოს ეს კრიტიკა, რადგან ბიზნეს კონსულტანტის მიზანს ობიექტურობა წარმოადგენს.
მათი ღია და ახლო კომუნიკაციის შედეგად უნდა შეაჯამონ მოსაზრებები, რაც საშუალებას მისცემს ორივე მხარეს განსაზღვრონ ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები და დასახონ სამომავლო გეგმები.
მას შემდეგ, რაც კონსულტანტი და მმართველი პირი შეთანხმდებიან გეგმის შესახებ დეტალებზე, მოდის საბოლოო, რესტრუქტურიზაციის ანუ გეგმის განხორციელების ეტაპი.
სადაც იგი აკვირდება გეგმის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში ერთვება პროცესში.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: პროექტის მენეჯმენტი | 6 ნიმუში, რომელიც ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ