ეთო ლაჩაშვილი

ეთო ლაჩაშვილი

კონსულტანტ ექსპერტი

სამუშაო გამოცდილება: ეთოს კარიერა მოიცავს მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროს, კომპანია “PSP”-სა და „Csl Georgia”-ში, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა ბიზნეს პროცესების სრულყოფილად განხორციელებაში, უძღვებოდა სოციალურ ქსელს, სადაც ანთავსებდა ყოველკვირეულ პოსტებს. 

განათლება: ეთომ წარმატებით დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – „ბიზნესის ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი“, მენეჯმენტის განხრით.

სწავლის განმავლობაში 5-ჯერ აქვს აღებული შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია, ხოლო საშუალო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე.

გავლილი აქვს შემდეგი კურსები: ბიზნესის საფუძვლები; ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკა; საერთაშორისო ბიზნეს რეგულაციები; შესავალი საგადასახადო სისტემასა და საგადასახადო აღრიცხვაში; საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების მოდელები და სხვა.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ოლიმპიადებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში, სადაც რამოდენიმეჯერ გაიმარჯვა მისმა ნაშრომმა.

აქვს PTE-ის საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში.