კარიერული პრობლემები იშვიათად ხდება ცხოვრებაში იმის გამო, რომ რაღაცას კარგად აკეთებთ. არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომლებიც ზიანს აყენებს თქვენს კარიერულ განვითარებას და საჭიროა მათი დაძლევა.
კონფლიქტის თავიდან აცილება
ეს არ არის მხოლოდ რთული სიტუაციების თავიდან აცილება. კონფლიქტის თავიდან აცილების დროს თქვენ მალავთ შიშებს, რათა სხვებმა ვერ დაინახონ ისინი.
როდესაც კონფლიქტის თავიდან აცილებას უწოდებთ შიშს, უფრო მარტივი გახდება მისთვის თვალებში ჩახედვა. მოიძიეთ რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამ პრობლემას.
თუ ნერვიულობთ, უმჯობესია პირდაპირ მოახდინოთ სიტუაციაზე რეაგირება. ეს არის უნარების ჩამოყალიბების მიდგომა.
იმპულსურობა
ამან შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი ემოციები, როგორიცაა ბრაზი და იმედგაცრუება.
თუკი იმპულსურობა ერთ – ერთი თქვენი ჩვევათაგანია, დაიწყეთ ფიქრი თქვენს წარსულ გამოცდილებაზე, წარმატებებსა და წარუმატებლობებზე და გააანალიზეთ ისინი.
სამომავლო პროექტებისთვის, განსაზღვრეთ მოსალოდნელი შედეგები, ისეთი შეკითხვების დასმით, როგორიცაა:
- პროცესის დროს, რომელი ფაქტორი იქნება წარუმატებელი?
- რა გამოვტოვე?
- როგორ აღიქვამენ ამას სხვები, ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ?
- რა სახის გამოცდილება მსურს შევქმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც კითხულობენ ჩემს წერილებს ან მიჰყვებიან ჩემს მიმართულებას?
განკიცხვა
ეს არის პრობლემების არასწორად გადაჭრისა და ინოვაციების ნაკლებობის ნომერ პირველი მიზეზი.
იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ამ ჩვევისაგან, თქვენ უნდა გამოთქვათ ყველა ის ვარაუდი, რომლებიც საშუალებას აძლევენ მას განვითარდეს:
- რომ თქვენ / თქვენმა გუნდმა ”გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგეძლოთ” და, შესაბამისად, არ ხართ პასუხისმგებელი შედეგებზე;
- თქვენ / თქვენი გუნდი ხართ უძლური და, რადგან ძალაუფლება გაკლიათ, არ ხართ პასუხისმგებელი;
- სხვები არიან პასუხისმგებლები;
- შემდეგ, გადადით პრობლემის გადაჭრაზე. ისწავლეთ თქვენი წარუმატებლობებიდან, აღიარეთ არსებული შეზღუდვები და იკითხეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ კონტროლით და გავლენით, რომელიც ბოძებული გაქვთ.
კონტროლის დაჟინებით მოთხოვნა
ექსტრემალურ სიტუაციებში, ისეთ ლიდერებთან, რომლებსაც ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვთ, თანამშრომლები თავს იკავებენ ინიციატივის გამოთქმისაგან, აღარ სთავაზობენ იდეებს, თავს არიდებენ უკუკავშირს და ვერ ანვითარებენ თავიანთ უნარებს.
თუ თქვენ გაქვთ მიკრომენეჯმენტის ტენდენცია, გაითვალისწინეთ მეორე შესაძლებლობა, სადაც თქვენ შეძლებთ მიზნებისა და შედეგების გაცვლას. ასევე რჩევების მიცემას და ამავდროულად გუნდის გაძლიერებას.
თქვენ გჭირდებათ მეტი კომუნიკაცია, მონაწილეობა და თანასწორობა, რათა შეამციროთ კონტროლი – თუმცა შედეგი ეს გუნდის ერთობლივი წარმატებაა.
პერფექციონიზმი
ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ გავაკეთოთ მაქსიმალური, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მიზნად მუდამ სრულყოფილებას ისახავენ, ხშირად ხელიდან უშვებენ დროსა და შესაძლებლობებს, ამით კი საფრთხეს უქმნიან საკუთარ კარიერულ განვითარებას.
მიიღეთ სხვების უკუკავშირი მოსალოდნელ შედეგებზე, ხარჯებსა და ვადებზე, და არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შექმნისკენ ისწრაფვის თქვენი პერფექციონიზმი.
ძალაუფლებისკენ სწრაფვა
ეს მოიცავს ურთიერთობებზე კონტროლის მოთხოვნას, ყურადღების გამახვილებას მხოლოდ საკუთარ მიზნებზე, კომპრომისზე წასვლის სურვილის არარსებობას.
ძალაუფლებისკენ მსწრაფვი ლიდერები ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ და უცხო ხდებიან გარშემომყოფებისათვის.
ყველა ჩვენგანს შეუძლია ისეთი სისტემის შექმნა, სადაც საკუთარი თავის და სხვების წინაშე პასუხისმგებლობას მივიღებთ მრჩეველების, შეფასებების ან უკუკავშირის მოთხოვნით.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კარიერული წინსვლა, როგორც პიროვნული ზრდა | რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი ბიზნესში