ბიზნეს გეგმის შესახებ ორი მცდარი წარმოდგენა არსებობს. პირველი არის ის, რომ ბიზნესს მხოლოდ ერთი გეგმა სჭირდება და მეორე, რომ არსებობს ერთი ტიპის, რომელიც ყველა ბიზნესს შეესაბამება.სინამდვილეში, კომპანიებს ხშირად ესაჭიროებათ ახალი ან შესწორებული ბიზნეს გეგმები, რადგან ისინი ვითარდებიან და ნებისმიერი ბიზნეს გეგმა კი კომპანიის მიზნებზე არის დამოკიდებული.
როგორი ბიზნეს გეგმა გჭირდებათ? ეს გზამკვლევი, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა ტიპის ბიზნეს გეგმებს სხვადასხვა მიზნით, დაგეხმარებათ საუკეთესო ბიზნეს გეგმის არჩევაში.
შეამოწმეთ თქვენი ბიზნეს იდეა
ბიზნეს გეგმის შედგენა ბევრად მარტივია, ვიდრე უბრალოდ ახალი საქმის წამოწყება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნებული არ ხართ იმაში, მოგიტანთ თუ არა თქვენი ბიზნეს იდეა მოგებას.
ეს აუცილებელი არ არის იყოს ხანგრძლივი პროცესი. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ბიზნეს იდეა სრულყოფილი ბიზნეს გეგმის საშუალებით.
მაგრამ ასევე არსებობს სწრაფი გეგმის შემუშავების გზები, ამისათვის უნდა უპასუხოთ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას თქვენი კონცეფციის, ბაზრისა და პოტენციური წინააღმდეგობების შესახებ.
დეტალური გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
დეტალური გეგმის დაწერის პროცესში, თქვენ ყველაფერს დეტალურად აანალიზებთ, მარკეტინგიდან და კონკურენტული ანალიზიდან დაწყებული თქვენი ოპერაციებითა და ფინანსური გეგმით დამთავრებული.
დეტალურად შედგენილი ბიზნეს გეგმა ყველაზე მეტად შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ყველა დეტალზე იმუშაონ, რათა მიიღონ შედეგად მიიღონ წარმატებული ბიზნესი. იგი წარმოადგენს გეგმასა და სახელმძღვანელოს თქვენი ბიზნესის ცხოვრების პირველი წლების განმავლობაში.
ბიზნეს სესხის ან გრანტის მისაღებად
სწორად შედგენილი ბიზნეს გეგმა ასევე იდეალურია ბიზნეს სესხების ან გრანტების მოსაძებნად.
ეს არის ბიზნეს გეგმის ის ტიპი, რომლის ნახვა სურთ ტრადიციულ კრედიტორებს, იქნებიან ესენი კერძო კრედიტორები თუ ბანკის მენეჯერები.
ბიზნეს სესხის ან გრანტის მისაღებად დარწმუნდით, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზნეს გეგმის ორ სფეროს: ფინანსური გეგმის ნაწილი, სადაც განათავსებთ ინფორმაციას დეტალური ფინანსური ანგარიშგების ანალიზის შესახებ და აბსტრაქტი, რომელიც მოიცავს თქვენი ბიზნეს გეგმის მნიშვნელოვან ელემენტებს.
ასევე აუცილებელია ბიზნეს გეგმის ყველა დანარჩენი ნაწილი, მაგრამ ეს არის ის ორი პუნქტი, რომელზეც კრედიტორები ყურადღებას გაამახვილებენ.
ინვესტორების ან პარტნიორების მოზიდვა
ინვესტორები და პოტენციური პარტნიორები ასევე დაინტერესდებიან თქვენი ფინანსური ანგარიშგებებით.
მაგრამ მათი მთავარი კითხვა, როდესაც ისინი შეამოწმებენ თქვენს ბიზნეს გეგმას, იქნება “რა არის ეს ჩემთვის?” თქვენი ბიზნეს გეგმის ყველა ასპექტი მიმართული უნდა იყოს ამ კითხვაზე საპასუხოდ.
თუ გინდა წარმატებული ბიზნეს გეგმის შედგენა
AGIC გთავაზობთ ბიზნეს გეგმის მომზადების სერვისს. ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შექმნათ ბიზნეს გეგმა სხვადასხვა საგრანტო პროექტებისათვის. დამატებით ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა | 6 ნიმუში, რომელიც ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ