თქვენ უნდა გქონდეთ მრავალი შემოსავლის წყარო, რათა შეძლოთ სიმდიდრის დაგროვება. იმისათვის, რომ გახდეთ მილიონერი, არ არის აუცილებელი მაღალი მოგების მქონე ერთი პროდუქტის წარმოება.
განსაზღვრეთ პოტენციური შემოსავლის დონე
რამდენიმე შემოსავლის წყაროს შექმნა არ ნიშნავს, რომ თქვენ აპირებთ კიდევ რამდენიმე მინი ბიზნესის წამოწყებას. ჯეიმი კინგი, გვირჩევს ყოველდღიური საქმიანობის ისეთი ბრეინშტორმინგის კითხვებით დაწყებას, როგორიცაა: „როგორ შეიძლება ეს ემსახურებოდეს სხვებს?“ ან, „როგორ შემიძლია ამის შეცვლა?“
„თქვენ შეგიძლიათ უამრავი იდეის გენერირება, თუ როგორ უნდა მიიღოთ შემოსავალი“, – წერს კინგი. ”თქვენს სახლში დამატებითი ოთახი გაქვთ? განათავსეთ იგი Airbnb- ზე. გაქვთ ძველი სასწავლო ვიდეოები?
“შეფუთეთ ისინი და გაყიდეთ, როგორც სასწავლო კურსი.“
შეაფასეთ თითოეული რესურსი, რომელსაც შესთავაზებთ მომხმარებელს, იფიქრეთ იმაზე, რა სარგებლობას მიიღებს მომხმარებელი და შექმენით ბიზნეს გეგმა ამაზე დაყრდნობით.
შექმენით მინიმუმ შვიდი წყარო
კარგია ერთზე მეტი შემოსავლის წყარო, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ იგი იყოს შვიდი.
ინფლუენსერი და „Goal Digger“ პოდკასტის დამფუძნებელი ჯენა კატჩერი გვიზიარებს, რომ მან ერთხელ წაიკითხა, რომ საშუალო მილიონერს შვიდი შემოსავალი აქვს. ”მაშასადამე, მე წლის განმავლობაში შევქმნი რვას”, – აღნიშნა მან.
რადგან თქვენ აპირებთ შვიდი შემოსავლის წყაროს შექმნას, ჯენა კატჩერი გირჩევთ შექმნათ რესურსები და გეგმა, რომელიც დაეხმარება თქვენს მომხმარებლებს.
თქვენ იცით უფრო მეტი ვიდრე ფიქრობთ, ასე რომ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი გამოცდილების გაზიარება კურსების საშუალებით, რომელთა შეძენა და ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში.
გახსოვდეთ, რომ პასიური ან მცირედი შემოსავალიც შემოსავლის წყაროა
არ არის აუცილებელი თქვენი შემოსავლის ყველა წყარო პროდუქტს ან მომსახურებას წარმოადგენდეს. მრავალი პასიური ან მცირე შემოსავლის წყაროს შეუძლია გააგრძელოს ფულის დაგროვება, სანამ თქვენ თქვენს მთავარ საქმიანობას უძღვებით.
როლანდ ფრეიზერი, WarRoom Mastermind- ის დამფუძნებელი, რეკომენდაციას უწევს პასიური წყაროების აგებას, სხვადასხვა კატეგორიებში.
”უამრავი მაგალითი არსებობს, მაგრამ გაითვალისწინეთ საშემოსავლო წყაროს დამატება, როგორიცაა ჰონორარის შემოსავალი, რომელშიც თქვენ ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას წიგნების და მუსიკისათვის.” – გვირჩევს როლანდი.
”ან დივიდენდის შემოსავალი, რომელშიც ფლობთ აქციებს ან ინტერესებს ბიზნესში, რომელიც გიხდიან თავიანთი მოგების პროცენტს.
დარწმუნდით, რომ მინიმუმ ერთი შემოსავლის წყაროზე მაინც გაქვს სრული კონტროლი
კრის ჰარდერი, პოდკატპ „For the Love of Money“-ის შემქმნელი, მოგიწოდებთ, რომ მინიმუმ ერთი შემოსავლის წყარო მაინც გქონდეთ, რომელსაც სრულად გააკონტროლებთ. ”სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დარწმუნდით, რომ პროდუქტის წარმოება სხვა ადამიანზე არ იქნება დამოკიდებული.”
ადვილია დამატებითი წყაროების შექმნა, მაგრამ როდესაც დარწმუნდებით, რომ არის ერთი წყარო, რომელიც დაგეხმარებათ ფულის გამომუშავებაში და თქვენს რესურსებსა და ნიჭზე არის დამოკიდებული, თქვენ შეძლებთ თქვენი სიმდიდრის გაკონტროლებას.
ამ სტრატეგიების გამოყენება მინიმუმ იმაზე ფიქრში დაგეხმარებათ, რომ იფიქროთ, თუ როგორ შეიძლება თქვენი შემოსავლის წყაროების გამრავლება წლის განმავლობაში.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კომპანიის ფინანსების მართვა | ფასების ზრდის მართებული გზა