AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

შრომის უსაფრთხოების რეფორმა

AGIC
ნოე 14, 2019 ბლოგი 0 Comment

საქართველოში შრომის უსაფრთხოების საკითხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამძაფრდა. ამას ადასტურებს ის სახალხო გამოსვლები და აქციები, რომლებიც ქვეყანაში ტარდებოდა. ასევე ის ოფიციალური მონაცემები,

რომელთა მიხედვით საქართველოში, 2011-2017 წლებში, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რიცხვი 317-ს აღწევს.

შრომა ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის განვითარებაზე და საფრთხის ქვეშ არ უნდა აყენებდეს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ნებისმიერი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, რომ მისი თანამშრომლები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ კომპანიის საქმიანობაში. შესაბამისად იგი ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხო პირობებში მუშაობის შესაძლებლობა.

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის მიხედვით რეგულაციები ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის საოფისე საქმიანობაზეც.

ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში ნათქვამია: „თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.“

კანონის მიხედვით განისაზღვრა ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების არარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამისობები. აღნიშნული სახის შეუსაბამისობებზე დადგენილია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები:

    • გაფრთხილება;
    • ჯარიმა არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობით;
    • სამუშაო პროცესის შეჩერება.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები თავად შეასრულოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამისი აკრედიტირებული პროგრამა აქვს გავლილი.

თუ დამსაქმებელის კომპანიაში 20-დან 100-მდე თანამშრომელი მუშაობს, მაშინ იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ხოლო თუ დასაქმებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ ორი სპეციალისტით.

რა მოვალეობები აკისრია შრომის ოფიცერს?

შრომის უსაფრთხოების ოფიცერი კომპანიებს სთავაზობს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით შემდეგი სახის მომსახურებას:

    • ტრენინგებს (მოკლევადიანი და გრძელვადიანი) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამული მოდულებით შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების);
    • რეკომენდაციებს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით;
    • ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების წესებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები;
    • ობიექტის სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
    • ობიექტის პერსონალის გადამზადების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება;
    • ობიექტზე უსაფრთხოების სპეციალისტის დამატების შესახებ რეკომენდაციებსი მიწოდება;
    • კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება;
    • შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების აღსრულების პროცესის მხარდაჭერა;
    • კომპანიისთვის საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა;
    • კომპანიის ინტერესების დაცვა საზედამხედველო ორგანოებთან ან/და სასამართლოში;

ასევე ახდენს ობიექტის მდგომარეობის შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში აუდიტის ჩატარებას, რაც გულისხმობს:

    • ობიექტის შემოწმებას;
    • საფრთხეების იდენტიფიცირებას და რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადებას;
    • დეტალური შენიშვნებისა და მითითებების გაცემას;
    • სავალდებულო დოკუმენტაციის მოწესრიგებას/შექმნას;
    • კანონმდებლობით სავალდებულო ღონისძიებების გეგმის შედგენას;
    • მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულების შემდგომ შემოწმებას.

კომპანია “AGIC”, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აუდიტის, საბუღალტრო და იურიდიული, ბიზნეს საკონსულტაციო და მარკეტინგის მიმართულებით, კიდევ ერთი სერვისის დანერგვას გეგმავს.

ახალი სერვისი შეეხება სწორედ შრომის უსაფრთხოებას, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მომსახურების პირობებს კომპანია უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

6 ნიმუში, რომელიც ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათPrevious post
ფინანსური ანგარიშგება და მისი მნიშვნელობაNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.