ვიდეო კონფერენციები დაახლოებით 20 წელია მიმდინარეობს. პანდემიამდე ადამიანებს არც თუ ისე იშვითად უწევდათ ონლაინ შეხვედრებზე დასწრება, თუმცა დღეს, ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ ვიდეო კონფერენციებს, რომლებიც 100% ვირტუალურია.
ეს წარმოადგენს პრობლემას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ მოაგვარებს. ჩვენი კეთილდღეობის დიდი ნაწილი და ის, რაც პროდუქტიულს გვხდის, ფიზიკურ სიახლოვესთან არის დაკავშირებული.
ამ სიახლოვის ამოღებამ დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს. მაგალითად სოციალური დისტანციის ერთ-ერთი მსხვერპლი არის სიცილი.
ჩვეულებრივ, ადამიანი დღეში 18-ჯერ იცინის. და ამ დროის 97% ხდება სხვების გარემოცვაში.
დაფიქრდით, ბოლოს როდის იყო, როცა მარტოს მხიარული აზრი მოგივიდათ და ხმამაღლა იცინეთ?
ახლა გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იცინით სხვებთან ერთად, რამდენად სასაცილოა ესა თუ ის ფაქტი? შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ 80% იმაზე, რაზეც ხალხი იცინის, სულაც არ არის სასაცილო.
რატომ იცინიან ადამიანები? რადგან სხვები იცინიან.
სხვების საპასუხოდ სიცილი არ არის მხოლოდ ქცევითი ფენომენი. როდესაც ვიცინით, ჩვენ სხეულში გამოიყოფა ორი მნიშვნელოვანი ქიმიკატი.
ჩვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოყოფს ენდორფინს ჩვენს სისხლში, სადაც ისინი აღწევენ თავის ტვინსა და ხერხემალს. ენდორფინი ხელს უწყობს ტკივილისგან განთავისუფლებას და სიამოვნების შეგრძნებას.
მეორე, ეს არის დოფამინი – ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ქმნის ეიფორიის განცდას. დოფამინს შეუძლია გააძლიეროს სწავლის, მოტივაციის და ყურადღების უნარი.
სიცილისა და მასში ჩართული ნეიროქიმიკატების საერთო ჯანმრთელობის უპირატესობებში შედის იმუნური ფუნქციონირების, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის და განწყობის გაუმჯობესება, სტრესის შემსუბუქება, შემცირებული შფოთვა და უსაფრთხოების განცდა.
სიცილი ასევე ასოცირდება მაღალ მოტივაციასა და პროდუქტიულობასთან. იზოლაციამ ძალიან შეაფერხა სოციალური ინტერაქცია, რამაც გამოიწვია სიცილის და შესაბამისად, ამ სასარგებლო ქიმიკატების შემცირება.
იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები იყოთ ჯანმრთელი და პორდუქტიული, საჭიროა იცინოთ რაც შეიძლება მეტი. ეს არ ნიშნავს, რომ კომიკოსი უნდა გახდეთ. თქვენ უნდა გადადგათ მიზანმიმართული ნაბიჯები:
- ლიდერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათ უნდა გახადონ ყველა ვირტუალური ინტერაქცია რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური.
იზოლაციის დროს, ლიდერის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია გუნდის სოციალურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად დაკავშირება და არა მხოლოდ სამუშაოს შესრულება.
სიცილი გუნდის ემოციურად დამაკავშირებელი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. - მთქნარების მსგავსად, სიცილიც გადამდებია. გუნდში სიცილის გამოწვევაზე მარტივი არაფერია, როდესაც პირველი იწყებთ სიცილს.
ამასთან, ისევე, როგორც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ ნამდვილი და ყალბი ღიმილი, ისინი ამჩნევენ განსხვავებას რეალურ და ძალით სიცილს შორის. - დადებითად განეწყვეთ. შეხვედრის წინ ეცადეთ გააცინოთ საკუთარი თავი, თუნდაც რამოდენიმე წამით, კარგი იქნება მხიარული ვიდეოს ყურება.
ვიმედოვნებთ მალე ვიპოვით კორონავირუსის ვაქცინას, რათა ერთ დღეს შევძლოთ დავუბრუნდეთ ბუნებრივ სოციალურ ურთიერთქმედებას.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კარგ მენეჯერს უნდა შეეძლოს ადამიანში ნიჭის აღმოჩენა | როგორ უნდა მოიქცეს მენეჯერი, როცა თანამშრომელს სურს კომპანიიდან წასვლა