აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ საქართველოს სპორტული-გასართობი კომპანიების კვლევა ჩაატარა.
კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.
მოცემული სპორტულ გასართობი კომპანიები ეკუთვნის, მეორე და მესამე ზომით კატეგორიას.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2020 წლის მონაცემებს, კვლევაში განხილული იქნება სპორტულ-გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები, რომელთა რაოდენობაც ჯამურად შეადგენს 22-ს.
კვლევა მიმოიხილავს სპორტული-გასართობი იდუსტრიის დარგში არსებულ კომპანიებს, რომელთა ჯამური ბრუნვა 2020 წელს აღემატება 27 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი კი 375 მილიონ ლარს.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა სპორტულ-გასართობი კომპანიების 2020 წლის საშუალო მონაცემები.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კვლევის ბმულს: