თეონა მუხიაშვილი

თეონა მუხიაშვილი

ბუღალტერი

სამუშაო გამოცდილება: თეონა არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი. ამჟამად სწავლობს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში ACCA-ს პროგრამებზე.

მან დაამთავრა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კურსი – “გახდი ბუღალტერი”, რომელიც მოიცავდა როგორც ფინანსურ აღრიცხვას (IFRS  და ACCA-ის სტანდარტებს), ასევე საგადასახადო კანონმდებლობას.

კურსს აფინანსებდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია (მხოლოდ კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატებისათვის).

განათლება: გავლილი აქვს ტრენინგები და კურსები: კლიენტის  ეფექტური  მომსახურება “ადამიანური კაპიტალი”, ბუღალტრის  მოსამზადებელი კურსები (ფინანსური აღრიცხვა),  ბუღალტრული  აღრიცხვა და საბუღალტრო პროგრამა  -“AS-Book Keeper”  – “Apricot Software”- ში.

თეონას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფაკულტეტი – აღმოსავლეთმცოდნეობა.

ხოლო ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის მიმართულებით ასევე მიიღო მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია (დიპლომი) – პროფესიულ კოლეჯში. საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით დამატებით გავლილი აქვს, აღნიშნული კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში.