როდესაც ბიზნესის მფლობელი ხდებით ბევრი ახალი იდეა გექნებათ, რომლის განხორციელების სურვილიც გამოძრავებთ. მიუხედავად ამისა, თქვენ ვერ შეძლებთ უარი თქვათ არსებულ ბიზნეს მოდელზე და შექმნათ ახალი, პერსონალის ნდობისა და პატივისცემის დაკარგვის გარეშე.
იმისათვის, რომ მენეჯმენტის ცვლილება გამარტივდეს თქვენი და ნებისმიერი თანამშრომელისათვის, აქ არის მოცემული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ბიზნესის მართვის სათავეში დადგომის შემდგომ.
პროცესებისა და პრაქტიკის აუდიტის ჩატარება
სანამ ბიზნესის მფლობელი გახდებოდით, თქვენ ალბათ კარგად გაეცანით როგორ მუშაობს იგი. თუმცა მანამდე ჩატარებული გამოძიების მიუხედავად, სათანადოდ ვერ გაიგებთ ბიზნესის პროცესებს, სანამ ამ საქმეს არ დაიწყებთ.
ყველა კომპანია უნიკალურია ამიტომ სასურველია ბოლომდე გაერკვეთ მის სტრუქტურაში, სანამ რაიმე ცვლილებების შეტანას გადაწყვეტთ.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბიზნესის უსაფრთხოებაა. დასაწყისშივე სასურველია კომპანიის საფუძვლიანი შემოწმება, რათა ამოიცნოთ და გაუმკლავდეთ ყველა მნიშვნელოვან ხარვეზს, განსაკუთრებით კი სტარტაპის შემთხვევაში.
ბევრი სტარტაპი იმდენად არის ორიენტირებული საკუთარი ბიზნესის შენებაზე, რომ მეორე ხარისხოვნად მიიჩნევენ უსაფრთხოების საკითხს.
გარდა ამისა, ტრადიციული უსაფრთხოების მექანიზმები შეიძლება ძვირადღირებული იყოს, რასაც ბევრი სტარტაპი ვერ წვდება ფინანსურადრად. საჭიროა შეისწავლოთ უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმი.
კომუნიკაცია გქონდეთ თანამშრომლებთან
კომპანიის შესყიდვა არსებულ თანამშრომლებს კარგს არაფერს ჰპირდება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ მეპატრონეებს ექნებათ საკმარისი ფინანსები, რომ ყველა შეინარჩუნოს კომპანიაში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახალი მფლობელი დგება, არის შიში.
ეს იქნება ცვლილების შიში, შეღავათების შეცვლის შიში, კომპანიის მიმართულების შეცვლის შიში და ა.შ. ამ პრობლემის გადაჭრა კი თანამშრომლებთან ღია ურთიერთობით არის შესაძლებელი. გაესაუბრეთ მათ რაც შეიძლება მალე და დარწმუნდით, რომ იცოდეთ, რომ თქვენ გაინტერესებთ როგორც ისინი, ასევე კომპანია.
გქონდეთ მათთან კომუნიკაცია პირისპირ თუ წერილობით. სასურველია პირველი სამი თვის განმავლობაში, თუმცა ეს არ უნდა ეხებოდეს ორგანიზაციაში ცვლილებების შეტანას.
ამის მაგივრად ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ აპირებთ გაეცნოთ კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებს, შეხვდეთ რაც შეიძლება მეტი გუნდის წევრს და შეაგროვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ისინი კომპანიაზე. შემდეგ კი გაეცანით ამ გეგმას, სანამ ცვლილებების შეტანას გადაწყვეტთ.
შეისწავლეთ და გაეცანით კომპანიის კულტურა
სანამ შეეცდებით კომპანიის კულტურის გაუმჯობესებას ან მის შეცვლას, შეისწავლეთ და გააანალიზეთ არსებული კულტურა იმის გასაგებად, თუ რა არის ძირითადი ფაქტორები, რამაც გამოიწვია კომპანიის წარმატება.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ და პატივი სცემდეთ, რომ რეგულაციები და პროცესები რომლებიც კომპანიაში არსებობს, რადგან მათ წარსულში წარმატებას მიაღწიეს.
შეიმუშავეთ გეგმა, რომელიც მოიცავს, თუ როგორ განავითარებს თქვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები ბიზნესს, როგორც მთლიანობაში. შემდეგ კი ბოლომდე მიიყვანეთ ეს გეგმა.
ფრთხილად დაგეგმეთ ცვლილებები
მნიშვნელოვანი ცვლილების დაუყოვნებლივ გაკეთება ყოველთვის არ არის საუკეთესო მიდგომა.
როდესაც ბიზნესი სხვა მფლობელის ხელში გადადის, ჩნდება გაურკვევლობა და მეწარმემ უნდა დაიწყოს ცვლილებების განხორციელება ისე, რომ არ შეაფერხოს თანამშრომლები და მომხმარებლები.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რა განაპირობებს მეწარმის წინსვლას, 4 ნაკლებად ცნობილი საკითხი | რას ნიშნავს იყო მეწარმე