AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

ტრენინგი ბიზნეს გეგმების მონიტორინგის პროცესებთან დაკავშირებით

AGIC
სექ 25, 2019 ბლოგი 0 Comment

„AGIC“-მა 20-21 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, ააიპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს თანამშრომლებისათვის,  ჩაატარა ტრენინგი ბიზნეს გეგმების მონიტორინგის

პროცესებთან დაკავშირებით. ის ეხებოდა ბიზნესის ფინანსურ ანალიზს, ბაზრის კვლევებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებას და მთლიანობაში ბიზნესის რისკების იდენტიფიცირებას.

“AGIC” ბიზნეს გეგმის მომსახურებით ეხმარება პოტენციურ კლიენტებს დინამიური,  კომპლექსური, დაბალი დანახარჯებით და პროფესიონალურად დაწერილი პროექტის შემუშავებაში.

ბიზნეს გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც არის როგორც თქვენი ბიზნესის სახელმძღვანელო, გადმოსცემს პერსპექტივებსა და ზრდის პოტენციალს.

იმისთვის, რომ მოიპოვოთ დაფინანსება ან მიაღწიოთ რომელიმე ზემოთაღნიშნულ მიზანს, თქვენ უნდა გქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული, გამჭირვალე ბიზნეს გეგმა.

სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ყურადღება გამახვილებულია თითოეულ ასპექტზე რომლის საფუძველზე ბიზნესი მიაღწევს წარმატებას.

ბიზნეს გეგმის შემთხვევაში აუცილებელია მკითხველმა შეძლოს მისი წაკითხვა, გაგება და დარწმუნება, რომ ბიზნესის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია. შესაბამისად, ბიზნეს გეგმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დოკუმენტი, რომელიც სჭირდება ბიზნესს. ძირითადად ბიზნესზე დაფინანსების უარი განპირობებულია დაბალი ხარისხით ფორმულირებულ ბიზნეს გეგმაზე, დეტალებისადმი უყურადღებობაზე, გამჭირვალობის ნაკლებობაზე, ან კომუნიკაციის დაბალ ხარისხზე რომელიც საჭიროა ბიზნეს გეგმის მომზადების პროცესში.

თუმცა „AGIC“ ორიენტირებულია არამხოლოდ ბიზნეს გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ მის საქმიანობაში საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, შედის აუდიტი, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებებიც.

ააიპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ 1995 წლიდან საქმიანობს და განხორციელებული აქვს პროექტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა საზოგადოებაში მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აფხაზეთში განვითარებული ძალადობრივი კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ათასობით დევნილი ადამიანის დახმარების მიზნით და მას შემდეგ უამრავი საგანმანათლებლო, მიკრო-საფინანსო თუ დევნილთა განსახლების მხარდასაჭერი პროგრამა განახორციელა.

ცენტრის მთავარი მიზანია გაზარდოს ინდივიდებისა და თემის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს სოციალური და ეკონომიკური პირობები იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

ორდღიან ტრენინგის უძღვებოდა „AGIC”-ის მმართველი პარტნიორი გიგი მიქაბაძე.

ტრენინგი შედგებოდა შემდეგი მოდულებისგან:

  • მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტების განხილვა
  • ბიზნესის ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება
  • პრაქტიკული მაგალითები – კომპანიების ფინანსური ანალიზის განხილვა
  • ბიზნეს გეგმის სტრუქტურა და მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროების განხილვა
  • ბაზრის კვლევის სტრუქტურა
  • SWOT ანალიზის მნიშვნელობა
  • ბიზნეს გეგმის მონიტორინგის მნიშვნელოვანი პროცედურები
10 გავრცელებული მიზეზი, თუ რატომ ვერ აღწევს სტარტაპი წარმატებასPrevious post
იმეილ მარკეტინგი და მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობაNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.