იმეილ მარკეტინგი შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1998 წელს მცირე ბიზნესის პოპულარიზაციისთვის წარადგინეს. მცირე ბიზნესი და უზარმაზარი კორპორაციები ეპაექრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო სასურველ
შეტყობინებას გაუგზავნის მომხმარებელს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მსხვილ კორპორაციებს მარკეტინგისთვის დიდი ბიუჯეტი აქვთ გამოყოფილი და მოწინავე მარკეტინგული ინსტრუმენტებით სარგებლობენ.
ასე რომ, როგორ შეიძლება მცირე ბიზნესი შეტყობინებების საშუალებით იყოს კონკურენტუნარიანი? მათ უნდა მისდიონ მარკეტინგულ ინდუსტრიაში განვითარებულ სამ ტენდენციას, ესენია:
ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზაცია
ავტომატიზაცია მარტივი მოქმედების საწინდარია. მაგალითად თუნდაც მისალმების გამოყენებამ შესაძლოა უზრუნველყოს მომხმარებლის დაინტერესება და მომხმარებლის აღქმა, თითქოსდა შეტყობინების გამომგზავნი დიდი ბიზნესის მფლობელია.
ხელოვნური ინტელექტი რიგით მეორე საჭირო კრიტერიუმია. რომელია საუკეთესო გზა გამომწერებისგან გასათავისუფლებლად? გაუგზავნე შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათთან საქმის დაჭერა აღარ გსურთ.
გაითვალისწინეთ: ხალხს ბიზნესის მიმართ მაღალი მოლოდინები აქვთ. მათ სურთ მიიღონ ის, რაც მორგებულია მათივე ინტერსებზე. ეს საკმაოდ მარტივია. მათთან სწრაფი, პირდაპირი საუბარი უნდა გქონდეთ იმის შესახებ, თუ რა სურთ და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თუ რა შესთავაზოთ.
შემომავალი შეტყობინებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: მიწოდებაზე თანხმობა ბევრად რთულია მაშინ, როდესაც პოტენციური მომხმარებლის შესახებ მხოლოდ სახელი და ელ–ფოსტის მისამართი იცი.
ამიტომაც, ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა იმ საიდუმლოდ იქცეს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მიიღოთ გამომწერთა სრული სურათი და მათთან მისაღწევად საუკეთესო გზა გამონახოთ.
ხელოვნურ ინტელექტს მრავალჯერად მოწყობილებებთან და მარკეტინგულ არხებთან ერთად შესწევს ძალა ჰქონდეს წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, თუ რომელ პროდუქტებს ათვალიერებენ ელ-ფოსტის გამომწერები.
საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი პერსონალიზაციამდე მიდის.
Salesforce – ის კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი და B2B–ის მყიდველთა 65% მიდრეკილია ბრენდის შეცვლისაკენ, თუ კომპანიების მიერ ხდება მათი პერსონალიზაცია.
სწორედ ეს არის მცირე ბიზნესის უპირატესობა, რომელმაც იცის, რომ თავისი მომხმარებელი სხვაზე უკეთესია.
მაგრამ მარკეტინგული შეტყობინებების შექმნა ეყრდნობა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მონაცემებსაც.
პერსონალიზაცია ასევე გულისხმობს ხალხის გაცნობას, გააზრებული შეკითხვების დასმას და პოტენციურ მომხმარებლებს აჩვენებს, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია.
ასე რომ, როგორ შეიძლება მცირე ბიზნესმა ეს ტენდენციები დაძლიოს?
რეალურად, საამისოდ სამი გზა არსებობს:
პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ არავინ იცის ყველაფერზე პასუხი
ყველაზე მცირე ბიზნესს აქვს საკმარისი პოტენციალი საიმისოდ, რომ ბიზნესი აწარმოოს. მათ უკანასკნელი ტექნოლოგიებისა და მარკეტინგული ტრენდების ასათვისებლად თავის შეწუხება არ უწევთ.
თუ ეს ყველაფერი თქვენს საქმიანობას აღწერს, მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეთ, მოიძიეთ ისეთი ტაქტიკა და ტექნოლოგია, რომელიც თქვენთვის საუკეთესოა.
უკეთ გაიცანით თქვენი გამომწერები და გაზარდეთ პერსონალიზაცია
მხოლოდ მცირე ბიზნესისთვის არაა მარტივი გამომწერების უკეთესად გაცნობა, ეს მიდგომა გამომწერებს საშუალებას აძლევს გამოხატონ თავიანთი სურვილები.
კიდევ ერთი არჩევანის საშუალება არის იმ მომსახურების მოძიება, რომლის ფუნქციების მეშვეობითაც მიაღწევთ წარმატებას
ეს მოიცავს ელ–ფოსტის ნიმუშებს, საკონტაქტო მენეჯმენტსა და მოხსენებების მექანიზმებს, რაც ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტს მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის.
შექმენით ავტომატურ წლიურ ბაზაზე დაფუძნებული შემხსენებელი
მაგალითად, როგორიცაა დაბადების დღისთვის განკუთვნილი ვაუჩერი ან წევრობის სიახლეები. ეს გახლავთ სასიამოვნო, პირადი კავშირი და ეფექტური გზა, რომელსაც უზრუნველყოფს იმეილ მარკეტინგი. თანაც ისე, რომ არ მოგიწევთ ყოველთვე ახალი ელ–ფოსტის შეტყობინებების გაგზავნა.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: ელ.ფოსტა – ყველაზე გავრცელებული კომუნიკაცია ბიზნეს სამყაროში | რატომ არ კითხულლობენ მომხმარებლები თქვენს ელექტრონულ წერილს