არსებობს უამრავი გზა, რომელთა საშუალებითაც ლიდერებს შეუძლიათ დაეხმარონ თანამშრომლებს მათი შრომისუნარიანობისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან ისინი მუშაობენ სახლიდან დღევანდელი გლობალური პანდემიის დროს.
ასეთ დროს სწორი ტექნოლოგიის ინსტრუმენტები და მუდმივი კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
დისტანციური მუშაობისთვის საჭირო პირობები
ნომერ პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ასეთ პირობებში არის ის, რომ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ინფრასტრუქტურა მორგებულია თანამშრომლებზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ აღჭურვილობა, ტექნოლოგიები, და სწორად დასახული პრიორიტეტული. ეს ყველაფერი კი გჭირდებათ იმისთვის, რათა სწორად მართოთ სხვადასხვა ადგილას განლაგებული თანამშრომლები.
თუ მენეჯერი ხართ, ამ ფაქტორებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ, მაგრამ თქვენ ასევე სვამთ დეტალურ შეკითხვებს იმის გასაგებად, აქვთ თუ არა თქვენს თანამშრომლებს ის პირობები სახლში, რაც აქვთ ოფისში.
თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს წვდომა მათთვის საჭირო მოწყობილობებზე და სხვა საჭირო მახასიათებლებზე. ყურადღებით იყავით, რათა არავინ გამოგრჩეთ.
ტექნოლოგიასთან ერთად ტრენინგიც ასევე პრიორიტეტულია. ვინ რას საჭიროებს, როდის და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რომელსაც აკეთებთ.
ვადები, რომლებიც უნდა დაიცვათ, რათა მიზანს მიაღწიოთ და სხვა.
ეს ნამდვილად არის მთელი რიგი საქმიანობა, რომელიც უნდა გაიაზროთ ძალიან ფრთხილად.
ამავე დროს, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორგანიზაცია კარგად უმკლავდება ტრავმულ მოვლენებს სოციალური, ემოციური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
დისტანციური მუშაობა, როგორც უნარი
ერთ – ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მენეჯერები ხვდებიან, არის მათი თანამშრომლების და გუნდის წევრების იზოლაცია.
ამ დროს თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ მათი ქცევის ცვლილება, ისინი აღარ არიან ისე ჩართული სამუშაო პროცესში, როგორც იყვნენ ადრე.
როდესაც ამას დააკვირდებით, მნიშვნელოვანია, რომ შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ ეს ასე იმიტომ ხდება, რომ რეალურად მათ არ იციან, თუ როგორ იმუშაონ დისტანციურად.
სხვათა შორის, დისტანციური მუშაობის შესწავლა შესაძლებელია. ხალხი ამას ორგანულად არ აკეთებს.
ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, ვუხელმძღვანელოთ მათ და მივაწოდოთ საჭირო რესურსი, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.
მოქნილობა
უნდა შექმნათ თქვენი რუტინა, თქვენი რეგულარული სამუშაოები, რომელთაც ოფისის ნაცვლად შეასრულებთ სახლში. ეს ნიშნავს დილით ერთსა და იმავე დროს ადგომას.
შხაპის მიღებას, ჩაცმას. აუცილებელი არაა ისე გამოწყობა, როგორც ოფისსში წასასვლელად, მაგრამ არა პიჟამათი.
თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის სივრცე, სადაც ისურვებდით, რომ გემუშავათ, ის კომფორტული სივრცე.
ეს ყველაფერი უნდ აიყოს მოწესრიგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ძალიან სწრაფად იგრძნობთ თავს ცუდად.
მოქნილობა სინამდვილეში დისტანციური მუშაობის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა. თქვენ საშუალება გაქვთ თქვენი დღის დასაწყისი და დასასრული თავად დაგეგმოთ.
სამუშაო, რომელსაც ასრულებთ თავად გადაანაწილოთ, რადგან სახლიდან მუშაობისას თქვენ დამატებით გაქვთ დრო სამ საათამდე, რომელსაც ადრე გზაში ხარჯავდით, ახლა კი ეს დრო თქვენს განკარგულებაშია.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კომუნიკაციების სტრატეგია COVID-19-ის დროს | 5 გზა როგორ მართოთ თქვენი გუნდი სოციალური დისტანციისას