ალბათ ყველას გინახავთ მეწარმეები და დამწყები ბიზნესმენები, რომელთაც შესანიშნავი იდეები აქვთ, თუმცა ვერ პოულობენ საკუთარ პოტენციალს. ხოლო ზოგიერთი ამბიციური გადაწყვეტილებების მქონენი კი სწრაფად ვითარდებიან საწყის ეტაპზე და არასდროს ჩერდებიან.
განსხვავება თითქმის ყოველთვის უკავშირდება დამფუძნებელსა და მათი შესრულების სტრატეგიას, უფრო მეტად, ვიდრე გადაწყვეტილების ხარისხს ან ბაზარს.
-
დაყავით მთლიანი პროცესი მცირე ზომის ნაბიჯებად
ყველას სურს დაინახოს პროგრესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რათა შეინარჩუნონ მოტივაცია და იყვნენ უფრო კონცენტრირებულნი. შესაძლოა ორი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომოთ თქვენს სტარტაპის განვითარებისათვის, მაგრამ საბოლოოდ ვერ დაინახოთ შედეგი.
მაგრამ დასახული ხუთი ნაბიჯიდან, ოთხის შესრულების შემთხვევაშიც კი, მომავალში აუცილებლად დაინახავთ წარმატებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს.
-
განსაზღვრეთ წარმატების მაჩვენებელი და გაზომეთ პროგრესი რეგულარულად
ჭკვიანი მეწარმეები ადგენენ პროგრესის გონივრულ სამიზნეებს და იყენებენ მათ, როგორც წამყვან მაჩვენებლებს, რათა განვლილ გზაზე ისწავლონ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
სტარტაპის წარმატება იშვიათად არის სწორხაზოვანი პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ სად დგახართ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
-
მოიძიეთ ხელსაწყოები, რათა გაამარტივოთ სტრატეგიის შესრულება
თავდაპირველად, თქვენ შესაძლოა მოახერხოთ ყველაფრის თავად გაკეთება, პროდუქტის შემუშავება, მარკეტინგი და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მაგრამ მუდმივად ამას ვერ შეძლებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაიზრდება წარმოება და დაგჭირდებათ მრავალი დამხმარე საშუალება.
-
ყურადღება გაამახვილეთ კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე
განვითარების ეტაპზე გადასვლისას საჭიროა გუნდური ძალისხმევა, მათ შორის მარკეტინგი, გაყიდვები, დაფინანსება და მომხმარებლები. თქვენი ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია თქვენი კომუნიკაციის შესაძლებლობებზე, რითაც გაზრდით სხვების მოტივაციას.
-
განსაზღვრეთ რიტმი, რათა შეამციროთ ქაოსი
გუნდში მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის თქვენც, უფრო თავდაჯერებული და პროდუქტიული იქნება, თუკი დაინახავენ, რომ მოვლენები პროგნოზირებული გრაფიკით მიმდინარეობს.
უმეტესობას მოსწონს ყოველკვირეული გრაფიკი, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ მოხსენებები, პროგნოზირება გააკეთონ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე და იგრძნონ ბიზნესის კონტროლი.
-
რეგულარულად დაგეგმეთ დრო გარე მრჩევლებთან
ძალიან მარტივია ყოველდღიურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და იმ მნიშვნელოვანი საკითხების გამოტოვება, რომლებიც წარმატების გასაღებია.
ყოველ ახალ სტარტაპს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ყოველთვიური შეხვედრები მრჩეველთა საბჭოსთან ან მთავარ ინვესტორებთან, რათა ჰქონეს ახალი პერსპექტივა იმის შესახებ, თუ რა მუშაობს და რა არა.
-
თავდაპირველად შექმენით სტრატეგია
უამრავი მეწარმე იწყებს ბიზნესს ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე. ისინი ცდილობენ ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას – ინტერნეტით გაყიდვას, საცალო ვაჭრობაა, პროდუქციის ხაზის გაფართოებასა და პრემიუმ ბრენდად ყოფნას.
შეარჩიეთ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და გააკეთეთ ყველაფერი წარმატების მისაღწევად.
-
განახლებული ბიზნეს სტრატეგიები, როგორც თქვენი ბიზნეს ნაწილი
არაფერი არაზიანებს სტარტაპებს, როგორც მეწარმე, რომელიც მხოლოდ ორიენტირებულია მოცემულ თავდაპირველ სტრატეგიაზე და უარს ამბობს ცვლილებებზე.
კულტურის ნაწილი, რომელიც თქვენ უნდა შექმნათ, არის სწავლა და რეგულარული განახლება, რაც არ მოითხოვს კრიზისს და გუნდის მოტივაციის დაკარგვას.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 10 გავრცელებული მიზეზი, თუ რატომ ვერ აღწევს სტარტაპი წარმატებას | 5 ფინანსური რჩევა მეწარმეებისთვის