ადამიანები დღეში საშუალოდ უამრავ ელექტრონულ წერილს იღებენ. ამიტომ ასე რომ, თქვენ გჭირდებათ ბრძოლა, რათა იმ ადრესატებმა, რომელთაც უგზავნით წერილს, გახსნან და წაიკითხონ იგი.
როდესაც წერთ ელექტრონულ წერილს, სადაც გადმოსცემთ შეთავაზებას და უგზავნით მას თქვენს ბაზაში მყოფ ათასობით ადამიანს. საბოლოოდ კი ძალიან მცირე რაოდენობა იღებს ამ შეთავაზებას, უფიქრდებით იმ ფაქტს, რომ რა გააკეთეთ არასწორად?
მრავალი ასპექტი არსებობს, თუ სად შეგეძლოთ დაგეშვათ შეცდომა – შესაძლოა, თქვენი წერილი არ იყო იდეალურად დაწერილი, ან გვერდი, რომელსაც იგი უკავშირდებოდა, არ იყო იმდენად მიმზიდველი. ან, შესაძლოა, შემოთავაზებაც კი არ იყო კარგი.
ყველა ეს მიზეზი სავსებით დასაბუთებულია, მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი, რომელზეც პირველ რიგში უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ეს არის ადრესატის მიერ წერილის გახსნა.
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ ადრესატმა გახსნას თქვენი ელექტრონული წერილი
იდეალური წერილი არის ის, რომელიც იხსნება და ეს იწყება სათაური.
უამრავი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაწეროთ დამაჯერებელი სათაური, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ამისი შესწავლის დრო – თქვენ გაქვთ ასობით წერილი, რომელიც ჯერ არ გაგიხსნიათ.
არსებობს სამი მარტივი წესი იმისათვის, თუ „როგორ დავწეროთ დამაჯერებელი სათაური“.
- გადმოეცით სათქმელი მოკლედ – გამოიყენეთ 25 სიმბოლო თუ შეგიძლიათ ან მინიმუმ პირველ 25 სიმბოლოში გადმოეცით მთავარი სათქმელი.
- განმარტეთ – რატომ გამოგზავნეთ ეს წერილი და რაზეა საუბარი. მაგალითად, “უფასო კონსულტაცია ბიზნეს გეგმის მომზადებასთანდაკავშირებით”.
- გახადეთ იგი პირადი და მხიარული – შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ მომხმარებლის სახელი. ასევე თუ დემოგრაფიული მონაცემები მართებულია, გაითვალისწინეთ სმაილები. ბევრი რამის თქმა შეიძლება მათი მეშვეობით და ისინი ძალიან თვალისმომჭრელები არიან დიდი მოცულობის ტექსტში.
წერილის შინაარსი
წერილის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს სათაურს და უნდა იყოს მკაფიო და მარტივად წასაკითხი სხვადასხვა მოწყობილობებისათვის.
თუ აუდიტორია იგრძნობს, რომ თქვენმა წერილის სათაურმა ისინი შეცდომაში შეიყვანა, ისინი სავარაუდოდ აღარ გახსნიან თქვენს ელექტრონულ წერილს.
იფიქრეთ იმაზე, ვის წერთ და როგორ სურთ მათ გაიგონ ის, რის თქმასაც ცდილობთ.
თუ თქვენი წერილი არ შეიცავს “ვინ, რა, სად, როდის, რატომ და როგორ”, მაშინ ის არ არის მზად გასაგზავნად.
მოქმედებისკენ მოწოდება
დაასრულეთ თქვენი წერილი მოქმედებისკენ მოწოდებით. იქნება ეს ყიდვასთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში რამის გაზიარებით, წერილის მეგობრისთვის გაგზავნით თუ სხვა.
თქვენ ყველანაირ ძალისხმევას იყენებთ იმისათვის, რომ წაიკითხონ თქვენი ელექტრონული წერილი, ასე რომ არასდროს დასრულოთ იგი, რაიმის გაკეთების თხოვნის გარეშე.
იყავით პირდაპირი იმაში, თუ რა გსურთ მათ გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არაფერს გააკეთებენ.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია | იმეილ მარკეტინგი