ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენების მიზეზი, გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კერძოდ კი ბიზნეს საქმიანობაზე. დღეს მეწარმეებს ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.
ამ ყველაფერთან ერთად კი ისინი უმკლავდებიან იმ ემოციებს, რომლებიც თანამშრომლების უსაფრთხო მუშაობის შესაძლებლობასა და უზრუნველყოფას ეხება.
ამჟამად ბიზნესის მფლობელთა უმრავლესობას გადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ბევრი მეწარმე ლოგიკის გამოყენების ნაცვლად, გადაწყვეტილებას ემოციური ზეგავლენით იღებს.
როგორ ვიღებთ სინამდვილეში გადაწყვეტილებებს
გადაწყვეტილებებს ინსტინქტურად და ემოციურად ვიღებთ, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ სრულიად რაციონალურ, გაანგარიშებულ გადაწყვეტილებას იღებთ. მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენ დავასაბუთებთ და ლოგიკურად ვამართლებთ მას.
ემოცია შეიძლება შესანიშნავი გამომწვევი მიზეზი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად. მაგრამ, ზეწოლის ქვეშ მყოფნი, ჩვენ უფრო დიდ რისკზე მივდივართ და თავისუფლებას ვანიჭებთ ემოციებს, რათა იმოქმედონ ამ პროცესზე.
ამის თავიდან ასაცილებლად, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ განთავისუფლდეთ ემოციებისგან იმ კრიტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც უკავშირდება თქვენს ბიზნესს.
ამოიცანით ემოცია, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ქმედებაზე
ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია ამოიცნოთ ძირითადი ემოცია, რომელიც მოგიწოდებთ გარკვეული ქმედებისაკენ.
მისი ქვეცნობიერიდან ცნობიერებაში გადმოყვანა დაგეხმარებათ გააანალიზოთ არსებული სიტუაციის ლოგიკური დადებითი და უარყოფითი მხარეები.
იმის ცოდნა, თუ როდის უკავშირდება გადაწყვეტილებები შიშის, რისკის ან უსაფრთხოების განცდას, დაგეხმარებათ შესაბამისი ქმედების სწორად განსაზღვრაში.
შედეგების განსაზღვრა
გადაწყვეტილების მიღების ნაწილი არის მისი შედეგების განსაზღვრა, მაგრამ იმის ნაცლად დანახვა, თუ როგორი იქნება ეს შედეგები და რაზე იმოქმედებს იგი, იმაზე მეტად რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი ოთხი შეკითხვა:
- რა მოხდება მომდევნო 30, 60 და 90 დღეში, თუ ამას გავაკეთებ?
- როგორ იმოქმედებს ეს მოქმედება (ან უმოქმედობა) ჩვენს ბიუჯეტზე?
- როგორ იმოქმედებს ეს ქმედება (ან უმოქმედობა) ჩვენს თანამშრომლებზე?
- როგორ იმოქმედებს ეს მოქმედება (ან უმოქმედობა) ჩვენს მომხმარებლებზე / კლიენტებზე?
დასაწყისისთვის, ეს ოთხი კითხვა დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი გადაწყვეტილებების ჭეშმარიტი შედეგები. მათი ფურცელზე გადმოტანა კი ხელს შეგიწყობთ ლოგიკური, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
ამ სავარჯიშოსგან ნამდვილ სარგებელს მაშინ მიიღებთ, როდესაც თქვენ დაიწყებთ მის თქვენ ბიზნესზე მორგებას, უფრო კონკრეტული კითხვების დამატებით და გარკვევით, თუ რა სფეროებში გჭირდებათ განსაზღვროთ თითოეული გადაწყვეტილების მართებულობა.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კარიერული წინსვლა, როგორც პიროვნული ზრდა | რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი ბიზნესში