AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

სამედიცინო ინდუსტრიის კვლევა

de745ge
აპრ 7, 2020 ბლოგი, ინდუსტრიის კვლევები 0 Comment

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ სამედიცინო ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება სამედიცინო ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, პირველი, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.

მეთოდოლოგია

კვლევაში გამოყენებული  მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებ-გვერდიდან, სადაც ხორციელდება  წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კვლევაში გამოქვეყნებული რიცხვები  ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს,  დამუშავებულია 100 კომპანიაზე მეტი სამედიცინო დაწესებულების ფინანსური ანგარიშგება, რომლებიც  ეკუთვნის პირველი, მეორე და მესამე   ზომით კატეგორიებს.  აქედან აუდირებული ანგარიშგებები გააჩნია მხოლოდ  ოცდაცამეტ კომპანიას.

კვლევის შედეგები

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სამედიცინო ინდუსტრიაში არსებულ ძირითად კომპანიებზე, რომელთა  ჯამური ბრუნვა აღემატება 1,047 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 2,247 მილიონ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე აღწევს 81 მილიონ ლარს.

კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი სამედიცინო დაწესებულებები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.

მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს სამედიცინო ინდუსტრიაში გააჩნიათ საკმაოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლები. კერძოდ, მოგებამ კაპიტალზე (ROE) საშუალოდ შეადგინა 10%, რაც საკმაოდ მაღალი ინდიკატორია იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ინდუსტრია მაღალი კაპიტალური დანახარჯებით გამოირჩევა. ხოლო მოგების მაჩვენებლებმა აქტივებზე (ROA) შეადგინა 15%, რაც ასევე ეფექტური ინდიკატორია. გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ.

აღსანიშნავია, ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობა კომპანიებისა (26 კომპანია), რომლებმაც წელი ზარალით  დასრულეს, რაც დარგში არსებულ მაღალ კონკურენციაზე მიუთითებს.

კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა 2018 წლის კომპანიების საშუალო მონაცემები კატეგორიების მიხედვით, პირველ კატეგორიას ეკუთვნის 5 კომპანია, მეორე კატეგორიას 23,  ხოლო მესამე კატეგორიაში არის გაერთიანებული 80-მდე სამედიცინო დაწესებულება.

სამედიცინო ბაზრის ზოგადი მიმოხილვა

საქართველოში სამედიცინო ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი იფუნქციონიროს მსოფლიოში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, აქედან გამომდინარე მატულობს საავადმყოფოების რაოდენობა, რაც დარგის მზარდ მიმზიდველობაზე მიუთითებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად იზრდება საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების რიცხვი,  მათმა რაოდენობამ 271 ათასი შეადგინა 2018 წელს.

შესაბამისად მატულობს საავადმყოფოებში საწოლების რიცხვი, 2017 წელს, მათმა რაოდენობამ 15.1 ათასი ხოლო, 2018 წელს 16 ათასი შეადგინა.

გამომდინარე იქედან, რომ მატულობს საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების რაოდენობა, პირდაპირპროპორციულად იზრდება ექიმებისა და საექთნო პერსონალის რიცხოვნობაც. საქსტატის მონაცემებით  2017 წელს 27.4 ათასი ექიმი იყო ხოლო, 2018 წელს მათმა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა წინა წლებთან შედარებით და 31 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობას , 2017 წელს 5.2, ხოლო 2018 წელს 4.9 დღე შეადგინა, რაც კარგი მაჩვენებელია და შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მედიცინა ვითარდება და ავადმყოფობის აღმოფხვრა უფრო მოკლე ვადებშია შესაძლებელი.

ლიკვიდურობის კოეფიციენტები

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო ინდუსტრიის ლიკვიდურობის კოეფიციენტები არის საკმაოდ მაღალი. მიმდინარე ლიკიდურობის კოეფიციენტი შეადგენს 2.78-ს, (როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ზე მეტია ითვლება, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კარგია), ანალოგიურად მაღალია სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს 2.2-ს. ამ შემთხვევაშიც, როდესაც კოეფიციენტი 1-ზე მეტია ითვლება დამაკმაყოფილებლად.

მომგებიანობის კოეფიციენტები

ინდუსტრიას გააჩნია საკმაოდ მაღალი მომგებიანობის კოეფიციენტები. წლიური მოგება კაპიტალზე(ROE)  შეადგენს 10%-ს,  ასევე მაღალია უკუგების კოეფიციენტი აქტივებზე, (ROA)  რაც 22%-ს აღწევს. უნდა აღინიშნოს მაღალი საოპერაციო მოგების მარჟის კოეფიციენტი, რომელიც 9,7%-ს შეადგენს და წარმოადგენს მაჩვენებელს, თუ რეალიზაციის რამდენი პროცენტი გარდაიქმნება კომპანიის საოპერაციო მოგებად.

გადახდისუნარიანობის კოეფიციენტები

ვალდებულებები შეფარდებული აქტივებთან კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ რამდენად აფინანსებს კომპანია მის ოპერაციებს სესხით. საშუალო ინდუსტრიული მაჩვენებელი უტოლდება 0.47-ს,  რაც მიუთითებს კაპიტალის სიმცირეზე სესხებთან მიმართებაში.

ასევე აღსანიშნავია სესხის პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს 35.12-ს და მეტყველებს იმაზე, რომ საშუალოდ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა მათი სესხების გასტუმრებასთან დაკავშირებით, რადგანაც მოგება დაბეგვრამდე ბევრად აღემატება გადასახდელი პროცენტის ხარჯს.

 ეფექტურობის კოეფიციენტები

მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი უტოლდება  8.65-ს, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიები ხშირად უწევთ მარაგების შევსება. ზოგადად, რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო მეტია გაყიდვების რაოდენობა და ნაკლებ დროს ატარებენ მარაგები საწყობში.

აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი ინდუსტრიაში უტოლდება 1.01-ს, რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტურად ახერხებს კომპანია მისი აქტივების გამოყენებას გაყიდვების მოცულობასთან მიმართებაში. 1.01 კოეფიციენტი სამედიცინო სექტორის კაპიტალ ინტენსიური სპეციფიკის გათვალისწინებით მიუთითებს გაყიდვების საკმაოდ მაღალ რაოდენობაზე.

 

ასევე იხილეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევა

მეწარმეობისკენ სწრაფვაPrevious post
ბუღალტრული აღრიცხვის 4 ფინანსური კოეფიციენტიNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.